რაგბი

მსოფლიოს თასი

მსოფლიო თასი: ახალმა ზელანდიამ ირლანდია დიდი ანგარიშით დაამარცხა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა.

ახალი ზელანდია ირლანდიას შეხვდა და დამაჯერებლად 46:14 დაამარცხა.

ახალზელანდიელებმა მეტოქეს 7 ლელო დაუდეს. გამოირჩნენ ძმები ბოდენ და ჯორდი ბარეტები. დუბი გაიფორმა აარონ სმიტმა.

ახალი ზელანდია ნახევარფინალში ინგლისს 26 ოქტომბერს დაუპირისპირდება.