რაგბის მსოფლიო თასი: უელსმა კაცნაკრულ საფრანგეთს 1 ქულით აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის 1/4-ფინალში უელსის ნაკრებმა 49-ე წუთიდან 14 კაცით დარჩენილ საფრანგეთის ნაკრებს 1 ქულით აჯობა და 20:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში უპირატესობა საფრანგეთს ჰქონდა და მე-9 წუთისთვის ანგარიში 12:0 იყო. ლელოები ვაჰაამაჰინამ და ოლივონმა დადეს, 1 გარდასახვა ზუსტად ნჩამაქმა შეასრულა. ტაიმის ბოლომდე 1 გარდასახული ლელო და 1 ჯარიმა გაცვალეს გუნდებმა და პირველი ნახევრის შემდეგ საფრანგეთი 19:10-ს იგებდა.

მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს ფრანგებმა, თუმცა 49- წუთზე პირველი ლელოს ავტორმა ვაჰაამაჰინამ უხეშად ითამაშა და მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. 54-ე
წუთზე დან ბიგარმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 13:19 გახადა. მატჩში დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. გადამწყვეტი ლელო უელსელებმა 74-ე წუთზე დადეს, თავი მორიართიმ გამოიჩინა. დან ბიგარმა ახლო მანძილიდან გარდასახვა ზუსტად შეასრულა და უელსი ნახევარფინალში გავიდა - 20:19.


რაგბის მსოფლიო თასი, 1/4-ფინალი

უელსი - საფრანგეთი  20:19


ლელოები

უელსი: უანრაითი, მორიართი

საფრანგეთი: ვააჰამაჰინა, ოლივონი, ვაკატავა

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი

გარდაასხვები

უელსი: ბიგარი (2)

საფრანგეთი: ნჩამაქი (2)

altრაგბის მსოფლიო თასი: სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მხოლოდ 3 ქულა მოაპოვებინა

მკითხველის კომენტარები / 6 /
შედეგი უნდა გაუქმდეს და საფრანგეთს მოგება ჩაეთვალოს - აშკარად წინ გადაცემა იყო , ასეთი პრეცენდენტები თუ განმეორდა - ეჭვები გაჩნდება და რაგბის ავტორიტეტს დაარტყამს! - ისე მეგობრებს - საკმაოდ დიდი ანგარიშით აგებენ ნაკრებები მაგ ავსტრალია, ზელანდიასთან -ირლანდია... -არ არის მათი თამაში რაგბი და უნდა დაანებონ თამაშს თავი ?!- საქართვრლოს სერიოზული პერსპექტივები აქვს რაგბის განვითარებისათვის -პოტ-10-ში დამკვიდრებისათვის და მისთვის უნდა განვავითაროს -განამტკიცვოს სახელმწიფოებრიობა, ყველა სპორტში დიდი ფინანსები ჩაიდოს,სახელმწიფო- კერძო და სპორტში მექა ვიქნევით, ისევე როგორც განათლებაში, მედიცინაში, უსაფრთხოების მიმართულებით, სამართლებრივი,მით ეფექტური- მტკიცე სახელმწიფო ინსტიტურებით ... ამისათვის უნდა მოვიშოროთ -არსებული რუსული -ივან-ა-შვილების გუბერნატურა! -ასე რთული გასაგებია ?!
გლახუნა
20 ოქტომბერი 2019 21:55
3
გლახუნა,რუსეთუმე ივანიშვილმა უამრავი რაგბის სტადიონი ააშენა საკუთარი ფულით,საფეხბურთო სტადიონებიც,რამდენადაც ვისი.გარდა ამისა რაგბის ყველანაირად აფინანსებს,მაშინ როცა სააკაშვილმა უამრავი სტადიონი დაანგრია და კორპუსები ჩადგა,სპორტის აკადემია გააუქმა და გაყიდა,აუზები და დარბაზები გაყიდა.ახლა თქვენ ამტკიცებთ,რომ რუსეთუმე ივანიშვილი ქართულ სპორტს ეხმარება,პროევროპელი სააკაშვილმა კი სპორტი გაანადგურა.თქვენი ლოგიკით გამოდის რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია,ხოლო ევროპა-მტერი.რადგან ვიცით,რომ ეს ასე არაა,შესაბამისად თქვენი ლოგიკის საწყისები არასწორი გამოდის და ესე იგი სწორედ თქვენი სათაყვანო სააკაშვილია რუსეთის კაცი,ივანიშვილი კი პრო ქართული და პროევროპელი.ამას,მთელი მისი მიღვაწეოვბაც ადასტურებს,მაგრამ თქვენ დაჯერება არ გსურთ,თუმცა სწორედ თქვენგან მსჯელობის ლოგიკას მივყავართ საპირისპირო დასკვნამდე.მსჯელობის მეორე ნაწილში კი სრულიად გეთანხმები.არც ივანიშვილია ანგელოზი,მაგრამ ცუდის გვერდით კარგიც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და ნუ დავუკარგავთ.რაგბი კი სწორედ მისი დამსახურებით გახდა ასე მასობრივი და თუ უარს იტყვის მის დაფინანსებაზე,აქაც კოლაფსი გვექნება.
სოსო
21 ოქტომბერი 2019 18:22
0
ვერ დაგეთანხმები, არ იყო აშკარა წინ პასი. როგორც იცი მნიშვნელობა აქვს ხელს რა მიმართულებით დატოვებს. ასე გადაჭრით თქმა ძნელია. ალბათ უფრო იყო წინ პასი ვიდრე არა, მაგრამ ცხადი არაა.
თან გაითვალისწინე მსაჯიც ადამაინია და რაც ფრანგმა 5 ნომერმა (ვაჰაამაჰინამ) გააკეთა ყოველგვარ ზღვარს ცდება, რასაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაგბში. ალბათ ამანაც იმოქმედა გადაწზვეტილების მიღებაზე. რახან არ იყო მისთვის ცხადი უელსის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გლახუნა-ს 1
21 ოქტომბერი 2019 13:25
0
ნურავინ მიწყენს, მაგრამ უელსმა კი არ მოიგო არამედ საფრანგეთმა წააგო. არ მახსენდება მატჩი სადაც გუნდს ამდენი გადამწყვეტი შეცდომა დაეშვა და იღბალმაც უმტყუნათ, ფაქტია ორივე ლელო აჩუქეს მოწინააღმდეგეს (განსაკუთრებით პირველი) და თანაც ორჯერ ძელს გაარტყეს!!! ეგეც შენი 5 ქულა, თან ისეთი პოზიციიდან გაარტყეს ძელს რომ არ გატანა უფრო ძნელი იყო. ზოგადათ უელსი ბოლო წლები უკეთ თამაშობს 6 ერზე, მაგრამ საფრანგეთი მსოფლიო თასს ყოველთვის კარგად ატარებს (სულ 2 ჩემპიონატი ჩააგდო). ძალიან დასანანია...
Guderian
20 ოქტომბერი 2019 20:59
1
ვაჰამაჰინის ნამუსზეა ეს წაგება
jaba
20 ოქტომბერი 2019 14:10
0
ეს ოკეანურ-ალჟირულ-გაურკვეველი წარმომავლობის მქონე მოთამაშეთა გუნდი იყო თუ საფრანგეთის?????????
oto
20 ოქტომბერი 2019 13:51
9

სიახლეები პოპულარული