რაგბი

მსოფლიოს თასი

რაგბის მსოფლიო თასი: სამხრეთ აფრიკამ იაპონიას მხოლოდ 3 ქულა მოაპოვებინა

AutoSharing Option
2019 წლის მსოფლიო თასის ბოლო 1/4-ფინალში სამხრეთ აფრიკამ მეორე ტაიმში შესანიშნავი თამაშით შანსი არ მისცა მასპინძელ იაპონიას და საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა მეტოქე - 26:3.

პირველი ნახევარი ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრაში პირველი ლელო მე-4 წუთზე სამხრეთ აფრიკელებმა დადეს  - თავი მაპიპიმ გამოიჩინა. მე-20 წუთზე იაპონელთა მხრიდან ჯარიმა ტამურამ გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიშში არაფერი შეცვლილა და პირველი ტაიმი აფრიკელებმა მხოლოდ 2 ქულით მოიგეს - 5:3.

მეორე ნახევარში კი, სამხრეთ აფრიკამ იაპონიას არანაირი შანსი აღარ მისცა და ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნა. პოლარდმა
3 ჯარიმა გაიტანა, დე კლერკმა და მაპიპიმ 2 ლელო დადეს და ამის ფონზე, იაპონელებს არცერთი ქულა არ აუღიათ. საბოლოოდ სამხრეთ აფრიკამ იაპონია 26:3 დაამარცხა და ნახევარფინალში უელსს შეხვდება.

რაგბის მსოფლიო თასი, 1/4 ფინალი
სამხრეთ აფრიკა - იაპონია  26:3

ლელოები
სამხრ. აფრიკა: მაპიპი (2), დე კლერიკი

ჯარიმები
სამხრ. აფრიკა: პოლარდი (3)

იაპონია: ტამურა

გარდასახვები
პოლარდი