რაგბის მსოფლიო თასზე მსაჯის ხუმრობამ საქმე სკანდალამდე მიიყვანა [PHOTO]

AutoSharing Option
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე სამხრეთაფრიკელი მსაჯი იაკო ფაიფერის ერთი შეხედვით უწყინარმა ხუმრობამ საქმე სკანდალამდე მიიყვანა და საფრანგეთის რაგბის კავშირმა მსოფლიო რაგბისაგან სასწრაფო განმარტება მოითხოვა.

საქმე ეხება მომენტს მსოფლიოს თასის 1/4-ფინალური მატჩიდან უელსსა და საფრანგეთს შორის. ფრანგთა მორკინალი სებასტიან ვაჰაამაჰინა სულელურად მოიქცა და უელსელთა მორაგბე აარონ უეინრაითს იდაყვი უთავაზა. ამისთვის იაკო ფაიფერისაგან წითელი ბარათი დამსახურებულად მიიღო.

თუმცა ამის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ფაიფერი უელსელ გულშემატკივრებთან ერთად იყო და ვააჰამაჰინასა და უენრაითის ინციდენტის იმიტაციას აკეთებდნენ.

Sportall.Ge

საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა სერჟ
სიმონმა აღნიშნულ ფოტოს "შემაშფოთებელი" უწოდა.

"ეს ფოტო ნამდვილად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ განმარტებას საჭიროებს", - აღნიშნა მან.

მსოფლიო რაგბიში განაცხადეს, რომ იციან ამ ფოტოს შესახებ, თუმცა საკითხის ბოლომდე გარკვევის გარეშე არანაირ ზომას არ მიიღებენ.


მომზადებულია rugbypass-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
თავის მოთამაშეებს წესები ასწავლონ ფრანგენმა - არ აჯობებს? :)))
Dato
21:01 21-10-2019
0
აუ საფრანგეთი ძალიან ნშემეცოდა მაგარი გუნდი ყავდა ამ მსოფლიოზე.უელს რო არა ის მახინდრა ვაჰამაჰინა კარგად მოუგებდა.თან ისეთ დროს მიიღო ეგ ჯარიმა როცა ფრანგებს პრატიკულად ლელო გაჰონდაათ.
Buxrika
23:13 21-10-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული