მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.

ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.

63-ე წუთისთვის
ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.

საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ახალი ზელანდია ორჯერ 2011 და 2015 წლებში ზედიზედ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული.აღსანიშნავია,რომ ბოლო გამარჯვება ინგლისში ჩატარებული მსოფლიო თასის გათამაშებაზე მოიპოვა,სადაც ინგლისმა,რაგბის თამაშის დამაარსებლებმა,შინაურ კედლებში მათთვის შუფერებელი ცუდი თამაში აჩვენეს!გაგეცინება კაცს აბა რა იქნება. აშკარად გამოჩდა,რომ ახალმა ზელანდიელებმა მთელი ძალით არ ითამაშეს!
+
26 ოქტომბერი 2019 23:47
9
:) ჯაბა,ძალების დაზოგვაზე საუბარი აბსურდია:) ახალმა ზელნდიამ მსოფლიო რაგბის დავალებით არ ითამაშა მთელი ძალით! რადგან ხელს არ აძლევთ მსოფლიო ასპარეზე ერთი გუნდის დომინირება!!!
+
27 ოქტომბერი 2019 22:17
1
ძალები დაზოგეს? :). ასეთი ძლიერი ნაკრები, ინგლისს რომ ყავს, არასდროს არ ყოლიათ და რა შუაშია მთელი ძალით არ თამაში? რისი საშუალებაც მისცა ინგლისმა, ისე ითამაშეს...
ჯაბა
27 ოქტომბერი 2019 00:22
3
ახალი ზელანდია ორჯერ 2011 და 2015 წლებში ზედიზედ გახდა მსოფლიო თასის გამარჯვებული.აღსანიშნავია,რომ ბოლო გამარჯვება ინგლისში ჩატარებული მსოფლიო თასის გათამაშებაზე მოიპოვა,სადაც ინგლისმა,რაგმბის თამაშის დამაარსებლებმა,შინაურ კედლებში მათთვის შუფერებელი ცუდი თამაში აჩვენეს!გაგეცინება კაცს აბა რა იქნება. აშკარად გამოჩდა,რომ ახალმა ზელანდიელებმა მთელი ძალით არ ითამაშეს!
+
26 ოქტომბერი 2019 23:43
8
გაყიდეს არა ტოლმა, ზოგიერთ "მპოსტავს" რატომ მიგაჩნიათ, რომ თუ არ გამართლდა რასაც ფიქრობდით მაშინ გაყიდულია უეჭველი?:)) ჯერ ერთი ამ სპორტში ზოგადად არ მოსულა მასეთები და ამ დონეზე ხომ საერთოდ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება შეუძლია ზოგადად რაგბის ისტორიას უფრო ღრმად ჩაუჯდეს და ბევრ განსხვავებას დაინახავს სხვა სპორტებისაგან. და მეორეც, ინგლისი უკვე ჩამოწერილი იყო?:) მაგათზე მაგარი თამაშები ამ მსოფლიოზე არავის უთამაშია. ფიზიკური კონდიციებით ისედაც აღემატებოდნენ ზელანდილებს და როგორც ჩანს აღდგენებიც უკეთ მოახერხეს. მარქაფაშიც უფრო მეტი სიღრმეები გააჩნდათ და მაქსიმალური კონცენტრაციის ხარჯზე დადეს ეს შედეგი. ზელანდიელებს კი ძალიან დააკლდათ რიჩი მაკკოუ და როგორც ყველა კუნძულელ ნაკრებს, მათაც გააჩნიათ რიგ მომენტებში უდისციპლინობა. ამ ეტაპამდე ეს იმდენად თვალშისაცემი არ იყო, რადგან ყველა მოწინააღმდეგეზე მთელი თავით მაღლა იდგნენ. ზოგადად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად არ იყვნენ მომზადებული საჩემპიონოდ. ესაა რეალობა, დაუმარცხებელი არავინაა...
ანესთეზეოლოგი
26 ოქტომბერი 2019 23:29
2

26 ოქტომბერი 2019 23:28
1
gayides da egaa aba es ra iyo arvici
rrr
26 ოქტომბერი 2019 21:19
13
დიდი კუში კი მოტყდა და.
zurabi
26 ოქტომბერი 2019 18:01
5
ახალი ზელანდია- ინგლისია არის დაახლოებით საქართველო-რუსეთი აი უელსი ინგლისზე გაცილებით ძლიერია.
იკა
26 ოქტომბერი 2019 17:14
29
ჯობია არ წერო, ჭურში ზიხარ
გია
26 ოქტომბერი 2019 20:55
1
რა გასაკვირია?! რაც მილტონ ჰეიგმა ეგ ინგლისელები ავარჯიშა ჩვენი ბიჭების მეშვეობით... :–)
N
26 ოქტომბერი 2019 17:13
2
ამ ზელანდიას ხო ჩვენც მოვუგებდით :)))
irakli81
26 ოქტომბერი 2019 16:08
9
ყოჩაღ ინგლისს!!
ჰაკის შესრულების დროსვე ეტყობოდა ინგლისს რო სხვა გუნდებივით არ მოეკვეთებოდათ მუხლები...
ასეთი აგრესიული ინგლისი და ამ სისწრაფეზე მოთამაშე მემგონი არავის გვახსოვს... რაქებში ხო წალეკეს მთლად...
ნუ ფანტასტიკა იყო ..
ინგლისმა თუ ასე კონცენტრაციით ითამაშა ფინალიც რომელიც არ უნდა შეხვდეს გააპობს შუაზე
სპორტ ფაზა
26 ოქტომბერი 2019 16:02
4

სიახლეები პოპულარული