მსოფლიო თასი: პირველი ფინალისტი ცნობილია და ეს ახალი ზელანდია არაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ინგლისის ნაკრები ახალ ზელნადიას შეხვდა და 19:7 დაამარცხა.

ინგლისელები უკვე მე-2 წუთზე დაწინაურდნენ და მანუ ტუილაგიმ ლელო დადო, ოუენ ფარელმა გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. პირველ ტაიმში ჯორჯ ფორდმა ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ნახევარი ინგლისმა 10:0 მოიგო.

მეორე ტაიმში ფორდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიატანა. შემდეგ არდი სავეამ ინგლისელების შეცდომის ისარგებლა და ლელო დადო, რასაც რიჩი მოუნგამ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ახალმა ზელანდიამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 7:13.

63-ე წუთისთვის
ინგლისელებმა კარგად შეუტიეს და საბოლოოდ ჯარიმა მოიპოვეს, რომელიც ფორდმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 16:7 გახადა. 69-ე წუთზე კი ფორმდა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და სხვაობა უფრო დიდი გახდა - 19:7.

საბოლოოდ ინგლისმა გაიმარჯვა და იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველი ფინალისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისი მსოფლიო თასის ფინალში 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდა. 27 ოქტომბერს მეორე ნახევარფინალურ მატჩში სამხრეთ აფრიკა უელს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ყოჩაღ ინგლისს!!
ჰაკის შესრულების დროსვე ეტყობოდა ინგლისს რო სხვა გუნდებივით არ მოეკვეთებოდათ მუხლები...
ასეთი აგრესიული ინგლისი და ამ სისწრაფეზე მოთამაშე მემგონი არავის გვახსოვს... რაქებში ხო წალეკეს მთლად...
ნუ ფანტასტიკა იყო ..
ინგლისმა თუ ასე კონცენტრაციით ითამაშა ფინალიც რომელიც არ უნდა შეხვდეს გააპობს შუაზე
სპორტ ფაზა
16:02 26-10-2019
4
ეს ინგლისი-ახალი ზელანდია იყო თუ ინგლისი - რუმინეთი? რა ჭირდა გუნდს? ინგლისმა ითამაშა რაც მას შეეფერებოდა, მაგრამ ზელანდიამ . . . შეტევა არ გაუკეთებია ფაქტიურად, ფაზები არ გადაუბია სამამდეც კი და რაქები წააგო პირწმინდად. პლუს ასეთი უდისციპლინო შავები და ბურთს ასე არ უფრთხილდებოდნენ პირველად ვნახე. დაავიწყდათ რაგბის თამაში ერთ კვირაში???
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული