რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტი გამოვლინდა

AutoSharing Option
დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალი სამხრეთ აფრიკასა და უელსს შორის, რომელიც აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა - 19:16.

პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების საშუალებით მოახერხეს. აფრიკელთაგან სამი ჯარიმა პოლარდმა გაიტანა, ხოლო ულესელთა მხრიდან ზუსტად ორჯერ ბიგარმა დაარტყა. პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 9:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დან ბიგარმა ისევ ჯარიმიდან გაათანაბრა. ამას გუნდების მხრიდან 1-1 გარდასახული ლელო მოჰყვა. 76-ე წუთზე კი პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა -
19:16.

ფინალში სამხრეთ აფრიკა ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო თასი, ნახევარფინალი

უელსი - სამხრეთ აფრიკა 16:19

ლელოები

უელსი: ადამსი
სამხრეთ აფრიკა: ალიენდე

გარდასახვები

უელსი: ჰალპენი
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (3)
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი (4)
მკითხველის კომენტარები / 8 /
წერა-კითხვას როდის ისწავლით ქართულად? - უელსელები კი არა ვალიელები!
ილია
00:30 28-10-2019
13
ბრიყვულად წააგეს უელსელებმა. ტრავმებმაც იქონია ნაწილობრივ გავლენა მაგრამ არა გადამწყვეტი. ვინც აქტიურად ადევნებს თვალს მიხვდებოდა რომ ამ ჩემპიონატზე ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების გარდა ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა სტრატეგისაც. გუნდებმა, ვისაც რამის პრეტენზია ჰქონდა ზუსტად იცოდნენ რა დროს უნდა დაეწყოთ წნეხი და მიეღოთ თუნდაც 1 ჯარიმა, რომლითაც თითქმის ყველამ გარდატეხის შეტანა შეძლო შეხვედრაში. უკვე მეოთხედფილანებიდან მოყოლებული ყველა ასეთ სტრატეგიას მისდევდა.
ანესთეზეოლოგი
22:28 27-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული