რაგბი

მსოფლიოს თასი

რაგბის მსოფლიო თასის მეორე ფინალისტი გამოვლინდა

AutoSharing Option
დღეს, 27 ოქტომბერს გაიმართა 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის მეორე ნახევარფინალი სამხრეთ აფრიკასა და უელსს შორის, რომელიც აფრიკელთა გამარჯვებით დასრულდა - 19:16.

პირველ ტაიმში გუნდებმა ქულების მოპოვება მხოლოდ ჯარიმების საშუალებით მოახერხეს. აფრიკელთაგან სამი ჯარიმა პოლარდმა გაიტანა, ხოლო ულესელთა მხრიდან ზუსტად ორჯერ ბიგარმა დაარტყა. პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 9:6 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დან ბიგარმა ისევ ჯარიმიდან გაათანაბრა. ამას გუნდების მხრიდან 1-1 გარდასახული ლელო მოჰყვა. 76-ე წუთზე კი პოლარდმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და სამხრეთ აფრიკა მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა -
19:16.

ფინალში სამხრეთ აფრიკა ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ერთმანეთს ახალი ზელანდია და უელსი დაუპირისპირდებიან.

მსოფლიო თასი, ნახევარფინალი

უელსი - სამხრეთ აფრიკა 16:19

ლელოები

უელსი: ადამსი
სამხრეთ აფრიკა: ალიენდე

გარდასახვები

უელსი: ჰალპენი
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი

ჯარიმები

უელსი: ბიგარი (3)
სამხრეთ აფრიკა: პოლარდი (4)