რაგბი

მსოფლიოს თასი

ინგლისი ახალზელანდიელების ჰაკას დროს წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის ნაკრები მსოფლიო თასის ნახევარფინალში ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართული მატჩის დროს, მეტოქის საბრძოლო ცეკვის - ჰაკას შესრულებისას წესების დარღვევისათვის 2000 ფუნტით დააჯარიმეს.

საქმე ეხება მოედნის ნახევრის გადაკვეთას. ინგლისელებმა რკალის გაკეთების დროს ცენტრის ხაზი გადაკვეთეს და ახალი ზელანდიის ნახევარზე გადავიდნენ. წესების მიხედვით კი, საკუთარ ნახევარზე უნდა დარჩენილიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ჰაკაზე ორიგინალური პასუხის გამო ინგლისელები არ დასჯილან. შეხვედრა კი ინგლისმა 19:7 მოიგო და მსოფლიო თასის ფინალში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.


ასევე დაგაინტერესებთ