ქართული კლუბი მონაკოში ვეტერანი "ბორჯღალოსნის", მამუკა მაგრაქველიძის დახმარებით მოხვდა, რომელიც ამ სამეფოს კლუბში მოთამაშე მწვრთნელია.
7-კაცა რაგბის ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და თამაშები (თითო შეხვედრა 10-წუთიანი ერთი ტაიმი) "ლუი მეორის" სტადიონზე გაიმართება.
16 გუნდი ოთხ ჯგუფადაა გაყოფილი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გადის, მეორეადგილოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძვიან და ა.შ. გათამაშდება ყველა ადგილი, ანუ
მონაწილეთა შორის სამი ფრანგული, თითო-თითო შოტლანდიური, იტალიური, რუსული, ესპანური და ტუნისური კლუბია. მონაკოს გუნდმა შარშან ფინალში ითამაშა და მასპინძლებს წელსაც ძლიერი კრებული უნდა ჰყავდეთ.
"ხვამლს", რომელსაც როინ ბრეგვაძე ავარჯიშებს, ჯგუფურ ეტაპზე ესპანელებთან, ბერძნებთან და ლატვიელებთან მოუწევს თამაში.
"ეს ბიჭები საქართველოში თავიანთ ასაკში საუკეთესოები არიან და გვსურს, მათ ძალები საერთაშორისო ასპარეზზეც მოსინჯონ. ეს ტურნირი დაგვანახებს, თუ განვითარების რა ეტაპზე ვართ საერთაშორისო დონეზე“ - ამბობს "ხვამლის" მწვრთნელი და ვეტერანი "ბორჯღალოსანი" რატი ურუშაძე.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით