ნავსის გასატეხად
ჩვენმა გუნდმა პირველად ფინალში 2015 წელს ითამაშა, მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის ქვეყნების ყველა წარმომადგენელი თამაშობდა. ფინალისკენ მავალ გზაზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ირლანდია და იტალია დაამარცხეს. გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგებმა 57:0 მოიგეს.
2016 წელს ფინალამდე რუმინეთს და პორტუგალიას ვძლიეთ, გადამწყვეტი მატჩი კი კვლავ ფრანგების იყო (42:0).
შარშან ტურნირში აშშ-ს, კანადისა და იაპონიის ნაკრებები
წელს ფრანგებმა მეოთხედფინალში რუმინეთს 67:8, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთს 38:7 მოუგეს.
ჩავლეიშვილის შეგირდებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას 69:12, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.
მცირედი ცვლილებებით
რადგან პოლონეთში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შემჭიდროვებული გრაფიკით მიმდინარეობს და რამდენიმე მორაგბემ მიკრო-ტრავმების მოშუშება ჯერ ვერ მოასწრო, შესაძლოა ხვალინდელი მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაში ერთი-ორი ცვლილება მოხდეს.
მანამდე ჩავლეიშვილმა სასტარტო 15 გამოაცხადა და პორტუგალიასთან მატჩთან შედარებით, მასში რამდენიმე ცვლილებაა.
ფულბეკად თამაშს გიორგი მიქანაძე იწყებს, რომელმაც წინა ორ შეხვედრაში თეიმურაზ ჭიჭინაძე შეცვალა. ამჯერად ჭიჭინაძე გარემარბი იქნება და ოთარ ლაშხს ჩაანაცვლებს. მეორე ფრთაზე კვლავ ზურაბ ქავთარაძე იდგება. უცვლელია შუამარბთა წყვილი - დემურ თაფლაძე და ლაშა ლომიძე. მგეზავად მესამე თამაშს იწყებს ნიკა ცინცაძე, ხოლო 9 ნომერზე გიორგი მარგალიტაძე ბრუნდება, რომელიც ჰოლანდიასთან სასტარტოში იყო, ხოლო პორტუგალიასთან მიხეილ ალანია შეცვალა.
პირველ ხაზში კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება ვანო კარკაძე, ხოლო ბურჯები კვლავ დავით აბდუშელიშვილი და ლუკა ჭელიძე არიან. მეორე ხაზში ტარიელ გვიმრაძეს იოანე იაშაღაშვილი შეუწყვილდება. ვლადიმერ ჩაჩანიძეს მიკრო ტრავმა აქვს და ის მარქაფაშია, იაშაღაშვილმა კი წინა ორი თამაში მესამე ხაზში დაიწყო. მის ნაცვლად მესამე ხაზში ნიკა ღამბაშიძე გამოჩნდა, ხოლო ბექა ყორიაული და გიგი ლეშკაშელი ძირითადში რჩებიან.
სასტარტო: 15. გიორგი მიქანაძე (არმაზი), 14. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 13. დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 10. ნიკა ცინცაძე (ხვამლი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. დავით აბდუშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 2. ვანო კარკაძე (აია), 3. ლუკა ჭელიძე (ლელო-სარასენსი), 4. ტარიელ გვიმრაძე (ხვამლი), 5. იოანე იაშაღაშვილი (იუნკერები), 6. ნიკოლოზ ღამბაშიძე (ლელო-სარასენსი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი).
მარქაფა: 16. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 17. საბა კურატიშვილი (არმაზი), 18. ხვიჩა ცოფურაშვილი (სტად ფრანსე), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. ვლადიმერ ჩაჩანიძე (ლელო-სარასენსი), 21. მიხეილ ალანია (ჯიქი); 22. გიორგი თევდორაძე (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ოთარ ლაშხი (ჩოხოსნები), 25. ბართლომე კალაძე (იუნკერები), 26. საბა კურტანიძე (ხვამლი).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით