რუსეთმა საქართველო რეგიონის ლიდერად აღიარა

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის კავშირი საქართველოს რეგიონის ლიდერად აღიარებს და აღნიშნავს, რომ ახალი საერთაშორისო ტურნირი მის გარეშე ვერ დაარსდება.

საუბარია ახალი საკლუბო ტურნირის შექმნის შესაძლებლობაზე, სადაც 10-მდე ქვეყნის გუნდი ითამაშებს, მათ შორის საქართველოს, რუმინეთის, რუსეთის, უკრაინის და ა.შ.

აღნიშნულთა დაკავშირებით მოსკოვში მყოფმა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ იაშენკომ პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

„ერთ რამეში თანამოაზრეები ვართ - ახალი საერთაშორისო საკლუბო ტურნირი უნდა შედგეს. მასში მონაწილე ქვეყნებსა და კლუბებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე
შეგვიძლია - საქართველოს გარეშე ეს ტურნირი ვერ შედგება. კონსულტაციები გაგრძელდება და ვიმედოვნებ, უახლოეს თვეებში ქართულ მხარესთან წერილობით შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ. წინ რთული სამუშაო გველის, რომელიც მინიმუმ 2-3 წელი გაგრძელდება“ - ამბობს იაშენკო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
რუსეთისთვის ასეთი ტურნირის ჩამოყალიბება სასარგებლო იქნება,მაგრამ რას მოგვცემს ის ჩვენ?ჩვენ რუსეთის დონე 20 წლის წინ გავიარეთ.იქით-ევროპისგენ უნდა ვიყურებოდეთ და არა კრასნოიარსკა-ვორონეჟისკენ.ეს ვარიანტი საკლუბო დონეზეც კი არაა ჩვენთვის მისაღები.
გიორგი ჯანიკაშვილი
00:33 19-05-2018
10
ზასტაველი-ს, ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ, ჯერ ერთი რუსეთი საკლუბო დონეზე ჩვენზე ძლიერია,ყოველ შემთხვევაში 3-4 გუნდი,მეორეც , ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო დონეზე თამაშის.ნებისმიერ ვარიანტში გამოცდილებასაც შევიძენთ, კლასსაც ავიმაღლებთ ,ახალგაზრდა ბიჭებს უდიდეს სარგებელს მისცემს,თანაც ცოტა ფინანსურადაც შეიძლება გავძლიერდეთ.
tazo
10:57 19-05-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული