კუპრავა: ამ წუთებში მორაგბეებმა შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი აქციაზე იქნება

AutoSharing Option
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ მათ მიიღეს სასიამოვნო ინფორმაცია.

„ამ წუთებში ეროვნულ სტადიონზე ჩვენს მგლებს, მორაგბეებს თამაში აქვთ. მორაგბეებმა შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი იდგება რუსთაველზე, ახლა კი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს მორაგბეებს," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, აქცია-მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყო. აქცია პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი მხარდამჭერები არიან.

-ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,
მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

-დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.

კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს.

liberali.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოო, აქეთ მორაგბეები მოდიან, იქით მიშა გვირაბს თხრის და ჰა და ჰა!
ეჰ ჭუპრავა, ჭუპრავა, მეცოცხეების დრო წავიდა და შენნაირი შვიშტოკიანებისაც
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული