პირველ ტურში ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა, ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ტაიმი 17:12 მოიგეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 33:27. 8-ზე ნაკლები ქულით წაგებისთვის ჩვენმა გუნდმა პერპინიანში ერთი ბონუს-ქულა მოიპოვა და ბეზიეში საფრანგეთს შეცვლილი შემადგენლობით ჩააკითხა.
მწვრთნელებმა ხაზში ორი ცვლილება და ერთი გადაადგილება განახორციელეს. სრულად შეიცვალა ცენტრი, სადაც ტრავმამოშუშებული გიორგი წიკლაური დაბრუნდა და
უცვლელია ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე, ფულბეკი კვლავ ბექა მამუკაშვილი იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე 4 დღის წინანდელის მსგავსად ოთარ ძაგნიძეს ვიხილავთ.
ხუთი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა შერკინებაში. სრულად შეიცვალა პირველი ხაზი. თამაშს გიორგი ნუცუბიძე, თენგიზ ზამთარაძე და ლუკა აზარიაშვილი იწყებენ. პირველმა ორმა პირველ ტურში შეცვლაზე ითამაშა, მეორე განაცხადში არ იყო. მეორე ხაზში რჩება ლაშა ჯაიანი და მას ლუკა გელაშვილი შეუწყვილდება, ხოლო გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე ისვენებს.
ვიცე-კაპიტანმა, თორნიკე ჯალაღონიამ ფლანკერობიდან შერკინების შემკვრელად გადაინაცვლა. მის ნაცვლად 6 ნომერი სანდრო მამამთავრიშვილი იქნება, რომელიც წინა ტურში ისვენებდა, ხოლო თენგიზ გიგოლაშვილმა ძირითადში ადგილი შეინარჩუნა.
მარქაფაში გამოჩნდა კვაჭი გიორგი მენაბდე, ხოლო ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი არიან. კვლავ თადარიგში არიან არჩილ აბესაძე, მიხეილ ალანია და ლუკა დვალიშვილი. თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან არსენ მაჩალაძე და ლაშა ლომიძე.
პირველ ტურში დიდი ბრძოლა გადახდა საფრანგეთს, რომელმაც ირლანდიასთან პირველი ტაიმი 5:17 დათმო, თუმცა მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში მასპინძლებმა 3 ლელოს გატანა მოახერხეს, სამივე გარდასახეს და 9 ქულით დაწინაურდნენ. ირლანდიამ 71-ე წუთზე ლელო-გარდასახვის გატანა შეძლეს, ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს და დარჩენილმა 8 წუთმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საფრანგეთმა მცირედით იმარჯვა - 26:24.
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით