"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთთან პირველი ტაიმი 7:17 წააგეს

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩის პირველი ტაიმი ბეზიეში საფრანგეთთან 7:17 წააგეს.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე საჯარიმოთი 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-13 წუთზე თორნიკე ჯალოღონიამ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა და გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 3:7 გახდა. შემდეგ ფრანგებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს და ისევ წინ გაიჭრნენ 10:7. მერე მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და ტაიმის დასასრულს ფრანგებმა ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული