"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩი, ბეზიეში საფრანგეთთან 12:24 წააგეს.

თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე საჯარიმოთი 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-13 წუთზე თორნიკე ჯალოღონიამ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 3:7 გახდა.

შემდეგ ფრანგებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ისევ წინ გაიჭრნენ 10:7. მერე მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და ტაიმის დასასრულს ფრანგებმა ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგების უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელი შეიქნა, ანგარიში 17
ქულამდე გაზარდეს, შემდეგ გაწვიმდა, თამაში "აიჭრა" და ჩვენმა გუნდმა მომავალი შეხვედრებისათვის ძალების დაზოგვის მიზნით რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე შეცვალა.

69-ე წუთზე ოთარ ძაგნიძემ ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და მატჩი 24:12 დასრულდა.

მოკლედ, ჩვენს 20-წლამდელებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან ურიგოდ არ უთამაშიათ, ორი ლელო გაიტანეს, სამი მიიღეს და მასპინძლებს მოგების ბონუსი არ ააღებინეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შეცდომებიც იყო, შეიძლება ბევრიც, არ უნდა მოვდუნდეთ გულშემატკივრები, უნდა მეტი მოვითხოვოთ, მეტს უნდა ველოდეთ და ასე შემდეგ,
კითხვაზე შედეგი კარგი იყო თუ ცუდი? პასუხი არის მარტივი წაგება ყოველთვის ცუდია, მაგრამ მთავარი რაც ამ ბოლო პერიოდში ახალგაზრდულ ნაკრებში ხდება და რასაც გთხოვთ ყველამ მიაქციეთ ყურადღება, ჩვენი ბიჭები უკვე თითქმის, თითქმის ტოლ-სწორად ეთამაშებიან გრანდებს, სამხრეთ აფრიკას, საფრანგეთს, არგენტინას, ირლანდიას, და უკვე სინანულის გრძნობა გვაქვს, რომ ვერ მოვუგეთ სამხრეთ აფრიკას, ბონუსი ვერ ავიღეთ საფრანგეთთან და ასე შემდეგ.
ეს ის საფრანგეთია 2 -3 წლის წინ "სუხოის" რომ გვიგებდა ევროპის ფინალებში, ხოდა ეიფორიის გარეშე, მაგრამ ცოტა ქე გავიხაროთ ამ ამბით:)))
MERABI
12:34 04-06-2018
0
ფრანგებმა ჩვენი მთავარი კოზირები,შერკინება და მოლი გაგვიჭრეს,მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ქება დიდება მათ ამისათვის.არა და ფრანგებს ძალიან სჭირდებოდათ ბონუს ქულა,თუმცა ვერ აიღეს.ჩემთვის ყველაზე ცუდი მოულოდნელობა შერკინებაში დაჩაგვრა გახდა.შარშანაც ვერ იყო ჩვენი შერკინება მთლად დომონანტური,აქ კი ფრანგებმა სულაც გვაჯობეს.გასაგებია რომ აქცენტი უფრო მობილურ შერკინების ბიჭებზეა აღებული,მაგრამ მაინც საწყენია.მეორე დიდი პრობლემა,ალბათ ბურთის ფლობაა.ასე უბურთოდ მთელი თამაში,თან მეტოქის ასეთ სისწრაფეებზე თამაშისას,შეუძლებელია შეცდომა არ დაუშვა და ვუშვებდით კიდეც,თუმცა აქ მეტოქის კარგი თამაშიც არ უნდა დავივიწყოთ.აფრიკამ ირლანდიას მოუგო,თუმცა ირლანდიას უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს და ჩვენებს გამარჯვება სჭირდებათ.ჩვენები ბოლომდე დაიხარჯებიან თუ მომდევნო თამაშებისათვის შეინახავენ თავს,მწვრთნელთა საბჭო გადაწყვეტს და ალბათ თამაშის მიმდინარეობასაც შეხედავენ.არ ვიცი რა როგორ იქნება,მაგრამ ერთი ცხადია,ეს ნაკრები კიდევ უკეთესია,ვიდრე შარშანდელი და თუ ასე გავაგრძელეთ ზრდა,ძალიან მალე ბობოლების კოჰორტას შევუერთდებით,ასაკობრივებში მაინც.კიდევ უფრო სასიხარულო ის არის,რომ ამ ბიჭების ლომის წილი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და ჩემპიონატსაც აშკარად შეეტყო უკეთესობა,გუნდებს უკვე აქვთ სტილური განსხვავებები და თამაშებიც უკვე საყურებლად ძალიან სასიამოვნო გახდა,სისწრაფეებზე და კლასზე ხომ სალაპარაკოც აღარაფერია,ძალიან სწრაფად იზრდება.ლევანის მოსაზრების საწინააღმდეგოდ ვიტყვი,რომ ნაკრების მწვრთნელები თვითონაც საკმაოდ ახალგაზრდები არიან და ყოველ ჩემპიონატზე იზრდებიან,ისინი ხუთი თითივით იცნობენ ყოველ ახალგაზრდა მოთამაშეს,მათ მოდევნო თაობის ბიჭებს,მათ ეხმარება მწვრთნელთა შტაბი და კოორდინაციას ამ ყველაფერს რამდენადაც ვიცი,მილტონ ჰეიგი უწევს.ასე რომ საშიში აქ არაფერია და ძალიან მალე, ამ მწვრთნელების სახით, გვეყოლება ძალიან მაღალი კლასის ეროვნული კადრები,თუ უკვე არ არიან.
სოსო
11:09 04-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული