"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩი, ბეზიეში საფრანგეთთან 12:24 წააგეს.

თამაში მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და მე-3 წუთზე საჯარიმოთი 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე-13 წუთზე თორნიკე ჯალოღონიამ შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 3:7 გახდა.

შემდეგ ფრანგებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვაც გამოიყენეს და ისევ წინ გაიჭრნენ 10:7. მერე მსაჯმა სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და ტაიმის დასასრულს ფრანგებმა ლელოც დადეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრანგების უპირატესობა კიდევ უფრო თვალნათელი შეიქნა, ანგარიში 17
ქულამდე გაზარდეს, შემდეგ გაწვიმდა, თამაში "აიჭრა" და ჩვენმა გუნდმა მომავალი შეხვედრებისათვის ძალების დაზოგვის მიზნით რამოდენიმე წამყვანი მოთამაშე შეცვალა.

69-ე წუთზე ოთარ ძაგნიძემ ლელო დადო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და მატჩი 24:12 დასრულდა.

მოკლედ, ჩვენს 20-წლამდელებს ძლიერ მოწინააღმდეგესთან ურიგოდ არ უთამაშიათ, ორი ლელო გაიტანეს, სამი მიიღეს და მასპინძლებს მოგების ბონუსი არ ააღებინეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თამაშს თუ უყურე მაგას არ დაწერდი რომ "ძლიერ მოწინააღმდეგესთან კარგად ითამაშეს"! არც საფრანგეთი იყო დღეს ძლიერი და ვერც საქართველომ ითამაშა კარგად, ახალი არაფერი აიღე და მიაწექი, სამწვრთნელო შტაბი შესაცვლელი იყო, ამათმა თავიანთი შესაძლებლობები 2წლის წინ ამოწურეს!!
5
ახალგაზრდული ნაკრებისთვის სასწრაფოდაა მოსაყვანი უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელები, ქართველი მწვრთნელები კი იყვნენ თანაშემწეებად, რომ სამომავლოდ იმათმაც აიმაღლონ კვალიფიკაცია.
ლევანი
18:55 03-06-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული