რაგბი

სხვადასხვა

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-ქალა ნაკრები ხვალ და ზეგ (8-9 ივნისი) რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ითამაშებს და ‘ალაფაზე’ აღზევებას ეცდება.

ტურნირს ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები მასპინძლობს და ჯაბა მალაღურაძის შეგირდები „გ“ ჯგუფში დანიის, ლუქსემბურგისა და სლოვენიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. „ა“ ჯგუფში მალტა, ბულგარეთი, ანდორა და თურქეთი მოხვდნენ, ხოლო „ბ“ ჯგუფში მოლდოვა, ხორვატია, სლოვაკეთი და ლიტვა.

8 ივნისს ჯგუფური ეტაპის თამაშებია და საქართველო ჩვენი დროით 13:44 საათზე სლოვენიას, 16:29 საათზე ლუქსემბურგს და 19:14 საათზე დანიას შეხვდება.

9 ივნისს ფლეი ოფებია და 8 მოწინავე თასის მეოთხედფინალს
ითამაშებს, ორი ფინალისტი კი, გაისად მეორე დონეზე, ‘ალაფაზე’ აღზევდება.

შარშან საქართველოს 7-ქალას ‘ალაფაზე’ აღზევებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და სლოვაკეთში გამართულ ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა. კონფერენც დივიზიონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გოგონებმა გენტის, ნანსისა და პარიზის საერთაშორისო ტურნირებზე ითამაშებს და მწვრთნელებმა 12 საუკეთესო შეარჩიეს.

ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ:

თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით