"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდიასთან მოედანზე "ცეცხლი დაანთეს" და პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგეს

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიასთან 17:8 მოიგეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაატარეს, მაგრამ ქართულმა რაგბმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ გრანდებთან წაგება უკვე წარუმატებლობად ითვლება. გულშემატკივარი ბუნებრივია, უფრო მეტს ელის ჩვენი გუნდებისგან. ასეც უნდა იყოს.

ეროვნული ჰიმნი ჩვენმა მორაგბებმმა ისე შეასრულეს, რომ ნათელი შეიქნა მათი შემართება, რაც მალე დამტკიცდა კიდეც.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნებლად ჩვენს გუნდს აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. მეტოქის პირველი შეტევების მოგერიების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და არსენ
მაჩალაძემ ლელო დადო, აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და 7:0. ამის შემდეგ ირლანდიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა. თუმცა, აფრასიძემ საჯარიმოთი მალევე აღადგინა 7-ქულიანი უპირატესობა. სამწუხაროდ, მე-20 წუთზე მსაჯმა მაღალი ბოჭვისათვის სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით.

დავრჩით და თავიც დავიცავით და სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახვაც მიაყოლა და 17:3. შემდეგ მოწინააღმდეგემ მრავალფაზიანი შეტევით ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:8 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული