გილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ირლანდიას 24:20 სძლიეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩემპიონატის პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაატარეს, მაგრამ ქართულმა რაგბმა იმხელა პროგრესი განიცადა, რომ გრანდებთან წაგება უკვე წარუმატებლობად ითვლება. გულშემატკივარი ბუნებრივია, უფრო მეტს ელის ჩვენი გუნდებისგან. ასეც უნდა იყოს.

ეროვნული ჰიმნი ჩვენმა მორაგბებმმა ისე შეასრულეს, რომ ნათელი შეიქნა მათი შემართება, რაც მალე დამტკიცდა კიდეც.

მეტოქის პირველი შეტევების მოგერიების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა შეუტიეს და არსენ
მაჩალაძემ ლელო დადო, აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და 7:0. ამის შემდეგ ირლანდიამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
თუმცა, აფრასიძემ საჯარიმოთი მალევე აღადგინა 7-ქულიანი უპირატესობა. სამწუხაროდ, მე-20 წუთზე მსაჯმა მაღალი ბოჭვისათვის სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით.

დავრჩით და თავიც დავიცავით და სანდრო სვანიძემ ბურთი ჩაჭრა, მთელი მოედანი გაირბინა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახვაც მიაყოლა და 17:3. შემდეგ მოწინააღმდეგემ მრავალფაზიანი შეტევით ლელო გაიტანა, გარდასახვა კი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 17:8 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თედო აბჟანდაძემ ლელო გაიტანა, აფრასიძემ მორიგი გარდასახვა ზუსტად გამოიყენა და 24:8. ამას ირლანდიელთა ხანგრძლივი იერიშები და სამი არჩათვლილი ლელოს მერე ანგარიშში სხვაობის 2 ლელოთი და 1 გარდასახვით 4 ქულამდე შემცირება მოჰყვა.

საბოლოოდ, შეხვედრა 24:20 დასრულდა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ბონუს-ქულის მოპოვება და ჩვენი გუნდი 9-12-ე ადგილებისთვის იბრძოლებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე მოიგეს მატჩი.


altირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბონუს ქულასთან ორივე თამაშში ცოტა დაგვაკლდა, ორივე შემთხვევაში შემართება აღარ ეყოთ ბიჭებს და ამიტომ ამდენი ნაწვალები წყალს გავატანეთ (( ისევ 9-12 უნდა ვიტრიალოთ ამის გამო, არადა შანსი იყო, კარგი შანსი! როცა თითოეულ ქულას ამხელა მნიშვნელობა აქვს თამაშის ბოლოს ასე მოკლება არ შიძლება! არა უშავს, მაგარი ბიჭები გვეზრდებიან და მჯერა ფეხბურთელებივით არ დაემართებათ, (ასაკბრივებში რომ არაუშავთ და მერე ვეღარ ქაჩავენ, თუმცა ბოლო დროს ესეც სანატრელი გახდა).
ბოდიშით გადავუხვიე თემას )) უკეთეს შერკინებას და გამარჯვებას ველოდებით ბიჭებო შემდეგ თამაშში, გენაცვალეთ! ყველამ ვიცით რომ თავს არ დაზოგავთ.
bs
11 ივნისი 2018 17:25
0
როდისაა შემდეგი თამაში ?
zura22
11 ივნისი 2018 16:53
0
გილოცავთ ბიჭებო!!! იმედია 3-5 წელში უფროსებიც დაიწყებენ ევროპული "ექვსეულის" გრანდების მოგებას... ძალიან მინდა მოვესწრო და გავიხარო!!!
tngh
08 ივნისი 2018 13:45
0
მარტივად ხალხო ნუ ვიცით ფილოსოფოსობა და ყველა ნუ ვიწყებთ რაგბის ცოდნის დემონსტრირებას.ეხლა მთავარია ემოციურად ისევ დაიმუხტნონ ერთი თამაშია მოსაგები.ირლანდიას მოვუგეთ ბოლო-ბოლო.
პაატა
08 ივნისი 2018 12:30
0
მეორე ტაიმი ჩავაგდეთ((
halagaji
08 ივნისი 2018 12:16
7
თითქმის მთელი მეორე ტაიმი ირლანდია ფლობდა უპირატესობას. ყვედა დიდი გუნდი მეორე ტაიმს გაცილებით ძლიერად თამაშობს. ეს ფიზიკური მომზადების ამბავია. ბიჭებს დაღლა დაეტყოთ. თუ წინსვლა გვინდა, ფიზიკა უნდა გამოასწოროთ. ბიჭებს მადლობა სიხარულისთვის.
ზაალ
08 ივნისი 2018 11:03
0
პირველი თამაშის შემდეგ დავწერე,ამ ბიჭების თამაშს რომ ვუყურებ,იმედი მომეცა,რომ რომელიმე ბობოლა ნაკრებს დავამარცხებთო და ისე აგიხდეთ ყველა ოცნება,როგორც მე ამიხდა.ახლა იმაზე ვარ გულდაწყვეტილი,მეოთხე ლელო როგორ ვერ დავდეთო.არა და რა ახლოს ვიყავით მეოთხე ლელოსთან.შეიძლება უნდა გაგვერისკა და შეტევაზე წავსულიყავით,გაგვეშვა თუნდაც სამი ლელო,მაგრამ დაგვედო მეოთხე ლელო და აგვეღო ბონუსი,მაგრამ ეტყობა ბიჭებს იმდენი ძალა აღარ შერჩათ,აღარც ფიზიკური, აღარც სულიერი და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავიდნენ.ასეა თუ ისე, პირველად გავიმარჯვეთ ჯგუფური ტურნირის მატჩში და ყველას ვულოცავ ამას,მიუხედავად ამისა მაინც ბოლო ადგილოსნების პლეი ოფში მოგვიწევს ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი.ეჭვი მაქვს,რომ შესაძლოა ისევ ირლანდიასთან მოგვიხდეს თამაში და ეს ძალიან საინტერესო იქნება,ჯერ კი იაპონია გველოდება და ძალიან მძიმე თამაში გველის.ახლა უნდა დავიცვათ ჩვენი ამბიციები და გავინაღდოთ ათეულში მოხვედრა.დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ბიჭებს ამ გამარჯვებისათვის და წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო ორ თამაშში.ასეთი ამბიცია ახლა სრულიად ლოგიკურია.
სოსო
08 ივნისი 2018 11:00
0
ვულოცავ ბიჭებს დამსახურებულ გამარჯვებას,ირლანდიის დამარცხება არ არის პატარა ამბავი.
ეს თაობა თავის სიტყვას იტყვის და საკმაოდ ხმა მაღალსაც !!!
WTF
08 ივნისი 2018 09:30
1
ისე, რა მაგარია, ბონუს ქულით მოგებაზე რომ ვფიქრობდით!!!
რა ვინერვიულე!!!

ულამაზესი ლელოები დავდეთ!
პირველ ლელოზე რა შემოვარდა კაცი ბულდოზერივით და გადაქელა ირლანდია!!!!

აი, ასე, თავზეხელაღებითა და შეუპოვრად აოტნეს ირლანდია!!!!

მადლობა დიდი კაცებს!!!!!!!
გია
07 ივნისი 2018 23:07
0
როგორ მოხერხდებოდა ბონუსის აღება ასეთ პირობებში, გვტენეს ეს ლელო გვტენეს და ბოლოს შეგვტენეს რა
rugby
07 ივნისი 2018 22:43
73
არც ის იყო ლელო ბოლოს რო ჩაუთვალეს. ხაზი არ გადაუკვეთავს.
koba
08 ივნისი 2018 12:24
1
რატომ უნდა მოგივიდეს თავში ასეთი კომენტარი, ძმურად, მითხარი რა!!!

რატომ უნდა ჩაიმწარო ასეთი სიხარული?
გია
08 ივნისი 2018 10:31
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული