ირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ფედერაციის საიტმა ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მათ გუნდთან "უმცროსი ბორჯღალოსნების" თამაშს.

უნდა გითხრათ, სტატია მეტად პროფესიონალური და ობიექტურია და "ახალგაზრდა ლელოელების" (ასე მოიხსენიებენ ჩვენს გუნდს) გამარჯვებას სრულიად დამსახურებულად მიიჩნევენ.

რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ:

"ირლანდიამ ბევრის უფლება მისცა მეტოქეს და წააგო. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან ზაფხულში თბილისში ამ გუნდს 24:18 მოვუგეთ და ვიცოდით, რომ მას შემდეგ კიდევ უფრო აიმაღლეს კლასი.

ჩვენმა გუნდმა "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" პოზიციური ბრძოლა წააგო. მათი გუნდის ფიზიკური მოტორი ჯალაღონიაა, აფრასიძე კი მოედანზე
ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა (ზუსტად ასე უწერიათ). ქართველები ოსტატურად, შემოქმედებითად მოქმედებდნენ და საოცრად დინამიკურები არიან".

ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა კოლინ დორისმა ნამატჩევს შემდეგი განაცხადა: "დაცვაში ბევრი შეცდომა არ დაგვიშვია. ვიცოდით, მოწინააღმდეგე რასაც აპირებდა - ძალისმიერ ბრძოლას და სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებით შეტევების წარმართვას. ეს გეგმა მათ კარგად შეასრულეს. ტურნირზე დიდი ამბიციები გვქონდა. საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან მიზანთან ახლოს ვიყავით. ამჯერადაც ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ".

altგილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქმის ბოლომდე მიყავანა უნდა ვისწავლოთ რა იყო ბოლოს გადაგვიარეს
ებიჯო
10 ივნისი 2018 07:50
3
რაგბი ჩვენი თამაშია.
გიორგი
09 ივნისი 2018 14:48
2
ლუქსემბურგთან წაგებული მატჩის შემდგომ კომენტარებს შეადარეთ ამ ირლანდიელი კაცის და მიხვდებით რატომ ვერ ვაღწევთ მაღალ შედეგს ფეხბურთში.
კოტე
08 ივნისი 2018 16:04
0
რა ღირსეული შეფასებაა, აფერუმ შენს ვაჟკაცობას!
კახა
08 ივნისი 2018 15:59
0
კომენტარებს ვაკვირდებოდი და არცერთი უარყოფითი შეფასება არ აქვს რომელიმე კომენტარს, რაგბი ისაა რასაც ერის გამთლიანებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, ისე როგორც ფეხბურთი, ოღონდ ფეხბურთი ნაბიჯების გადადგმას მგონი ახლა იწყებს.
Gio
08 ივნისი 2018 15:47
0
რა მაგარი შეგრძნებაა როდესაც საპკურების კაპიტანი გამოდის და ამბობს რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და თავი არ დაგვიზოგავსო და მიუხედავად ამისა მაინც მარცხდებიან არა თავისი მოულოდნელი შეცდომების გამო არამედ იმიტომ რომ მეტოქე ქართველები ირლანდიელებზე მაღლა იდგნენ ამ თამაშში, და ეს მხოლოდ დასაწყისია წინ დიდი გამარჯვებებისკენ უმცროსო ბორჯღალოსნებო....
Fani
08 ივნისი 2018 14:00
1
ჩვენს ბიჭებთან ერთად გაუმარჯოს ვაჟკაც ირლანდიელებსაც!
b-52
08 ივნისი 2018 10:55
0
ყოველთვის თავდაუზოგავი და ძალისმიერი მეთოდი ამარჯვებინებდა ქართველს ბრძოლაში. ყოჩაღ ბიჭებო.
ლალუკა
08 ივნისი 2018 10:45
1
მომწონს და ვაფასებ ირლანდიელების ობიექტურობას
ალეკო
08 ივნისი 2018 09:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული