ირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის ფედერაციის საიტმა ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მათ გუნდთან "უმცროსი ბორჯღალოსნების" თამაშს.

უნდა გითხრათ, სტატია მეტად პროფესიონალური და ობიექტურია და "ახალგაზრდა ლელოელების" (ასე მოიხსენიებენ ჩვენს გუნდს) გამარჯვებას სრულიად დამსახურებულად მიიჩნევენ.

რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ:

"ირლანდიამ ბევრის უფლება მისცა მეტოქეს და წააგო. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს. შარშან ზაფხულში თბილისში ამ გუნდს 24:18 მოვუგეთ და ვიცოდით, რომ მას შემდეგ კიდევ უფრო აიმაღლეს კლასი.

ჩვენმა გუნდმა "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" პოზიციური ბრძოლა წააგო. მათი გუნდის ფიზიკური მოტორი ჯალაღონიაა, აფრასიძე კი მოედანზე
ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა (ზუსტად ასე უწერიათ). ქართველები ოსტატურად, შემოქმედებითად მოქმედებდნენ და საოცრად დინამიკურები არიან".

ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა კოლინ დორისმა ნამატჩევს შემდეგი განაცხადა: "დაცვაში ბევრი შეცდომა არ დაგვიშვია. ვიცოდით, მოწინააღმდეგე რასაც აპირებდა - ძალისმიერ ბრძოლას და სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებით შეტევების წარმართვას. ეს გეგმა მათ კარგად შეასრულეს. ტურნირზე დიდი ამბიციები გვქონდა. საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან მიზანთან ახლოს ვიყავით. ამჯერადაც ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ".

altგილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
საქმის ბოლომდე მიყავანა უნდა ვისწავლოთ რა იყო ბოლოს გადაგვიარეს
ებიჯო
07:50 10-06-2018
3
რაგბი ჩვენი თამაშია.
გიორგი
14:48 09-06-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული