ჯაბა მალაღურაძისა და გიორგი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს, სლოვენიას 8 ლელო გაუტანეს და 50:10 დაამარცხეს. მეორე მატჩში ლუქსემბურგს 4 ლელო გავუტანეთ, საკუთარი ლელო ხელშეუხებელი შევინახეთ და მეტოქეს 24:0 ვძლიეთ, რითაც თასის მეოთხედფინალში თამაში დავიბევეთ. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში დანიის ნაკრებს შევხვდით და მეტოქემ 17:0 იმარჯვა, რის შემდეგაც ფლეი ოფში მეორე ადგილით გავედით.
გოგონებს ყველაზე დაძაბული მატჩი მეოთხედფინალში, სლოვაკეთთან ჰქონდათ, სადაც ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ.
ნახევარფინალში გამარჯვება, ფინალში გასვლასთან ერთად, ‘ალაფაზე’ აღზევებას ნიშნავდა და გოგონებმა თამაში მონდომებით დაიწყეს, თავიდანვე 3 ლელო გაიტანეს და 19:5 გამარჯვებით გაიხარეს.
მიზანი მიღწეული იყო, თუმცა გოგონებმა ფინალური მატჩისთვის მობილიზება მოახერხეს, თურქეთს ორის წილ სამი ლელო გაუტანეს, 17:12 დაამარცხეს და გაისად რანგით მაღალ, მეორე დივიზიონში ითამაშებენ, რომელსაც ‘ალაფა’ ეწოდება.
ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს:
თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).
მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
არ ვიცი,ვინ იყო დელეგაციის ხელმძღვანელი და ჰყავდათ თუ არა საერთოდ ასეთი ვინმე,მაგრამ ერთმა გულშემატკივარმა,რომელმაც უყურა მათ თამაშებს,აღნიშნა,რომ ერთი დროშა არ ჰქონდათო.არც ამ ფოტოზე ჩანს დროშა.ასეთი ლაფსუსი არ უნდა მოგვდიოდეს.