"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 45 /
აი ასეთმა ბიჭებმა მოიყვანეს დღემდე საქართველო.გაიხარეთ ბიჭებო,სულ წარმატებების გზებით გევლოთ.
*
19 ივნისი 2018 11:14
0
შემოგევლეთ ლომის ბოკვრებო
sake
13 ივნისი 2018 22:44
0
ამ თამაშის ყურების დროოს კარზე პატრულმა მომიკაკუნა, არ ვხუმრობ მართლა საჩივარი შესულა რაგაც ხდებაო )
სანდრიკა
13 ივნისი 2018 21:37
0
ამ ბიჭების შემხედვარე , მწამს რომ გადაშენება არ გვიწერია
კახაბერი
13 ივნისი 2018 21:25
0
მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის და წარმატებებს გისურვებთ შოტლანდიასთან, აფრასიძეს მინდა მივმართო მისივე სიტყვებით "გახსოვდეთ თქვენ საქართველო ხართ და უნდა იბრძოლოთ ბოლომდე" რა ანგარიშიც არ უნდა დაფიქსირდეს უკვე გმირები ხართ. მადლობა მადლობა მადლობა. ღმერთი თქვენსკენ.
roma
13 ივნისი 2018 15:25
0
მართალია 70 ე წუთამდე ჩემი დამემართა მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასეთი თამაშის მოტრიალება კიდევ ერთი დიდი გამოწვევის წარმატებით გადალახვა იყო. მოკლედ ეს ბიჭები იბრძვიან, აზროვნებენ და მუშაობენ ელიტური სამხედრო სპეციალური დანაყოფივით. ალბათ ასეთი მონასპა ჰყავდა დავითს, გაიხარეთ და გამრავლდით მგლებო!
b-52
13 ივნისი 2018 13:09
0
გენაცვალეთ ბიჭებო!
soxumeli veterani
13 ივნისი 2018 13:01
0
"ბეზუმსტვუ ხრაბრიხ,პაიომ მი პესნიუ".-მამაცთა განუსჯელობას, ვუმღერით ჩვენ.ეს მაქსიმ გორკის ლექსიდანაა,სიმღერა ქარიშხალაზე და არ დამიწყოს აქ ვინმემ,გორკი საბჭოთა მწერალი იყოვო.გორკი მაგარი მწერალი იყო და ეს სტრიქონებიც ადასტურებს ამას.არადა ეს სტრიქონები ზუსტად ჩვენი ბიჭების თამაშზეა ზედგამოჭრილი,მათი თამაშის შემხედვარეს,დამაწყდა ნერვები.რამდენი შეტევა გავაფუჭეთ ზედმეტი რისკით,იაპონია კი ძალიან სწრაფი და ჭკვიანური თამაშით თავისას აკეთებდა(ალბათ ყველაზე ჭკვიანი გუნდია, იაპონია, ამ ტურნირზე) და მაინც ჩვენმა აზარტმა ბოლოს მაინც დაანგრია მათი წესრიგი და წალეკა მათი დაცვა.ქება და დიდება ჩვენს ბიჭებს,მეომრებს,გილოცავთ ყველას და ველოდები ცხვირ ჩამოშვებული შოტლანდიელების ნახვას
პ.ს.თამაშის ბოლო წამებზე ,უკვე დამთავრებულ დროზე,ჩვენებმა ბურთის აუტზე გადაგდების და თამაშის დამთავრების ნაცვლად სწრაფი შეტევა წამოიწყეს,ბურთი დაკარგეს და მატჩის შედეგი საეგებიო გახადეს.ეს სრულიად დაუშვებელი რისკი იყო,რაღაც მსგავსი მოხდა შარშანდელ ჩემპიონატშიც,მგონი არგენტინასთან,ბურთი იქაც დროგასულზე დავკარგეთ და გადავრჩით.ორჯერ გაგვიმართლა,მესამედ აღარ გაგვიმართლებს.ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მეტი პრაგმატიზმია საჭირო,თორემ მწარედ დავისჯებით.
სოსო
13 ივნისი 2018 12:41
1
უკვე მესამედ გაგვიმართლა, 18 წლამდელთა ევროპაზე წელს მსგავსი სიტუაცია იყო.
b-52
13 ივნისი 2018 16:00
1
შენ შემოგევლე ლაშა, რა დახვეწილი ინგლისურით ლაპარაკობ! ყოჩაღ! ასეთი ახალგაზრდები გულს მიხარებს.
სოლომონ
13 ივნისი 2018 12:29
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს!!! მადლობა იმ სიხარულისათვის, რასაც გვჩუქნიან!!! მადლობა ყველა იმას, ვინც ამ სიხარულის თანაავტორია!!! გაიხარეთ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარეთ!!!
tngh
13 ივნისი 2018 12:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული