რაგბი

სხვადასხვა

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

AutoSharing Option
© ლევან ვერძეული / თი ბი სი

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში იაპონია 24:22 დაამარცხეს.

მატჩი მეტოქის შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე მოპოვებული საჯარიმო გააცუდეს. შემდეგ დერაფანში შეცდომა იქნა დაშვებული და ლელო მივიღეთ გარდასახვასთან ერთად. ამას საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მრავალფაზიანი იერიში მოჰყვა და ლუკა ჯაფარიძემ ლელო დადო, გელა აფრასიძემ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე მეტოქე საჯარიმოთი ისევ დაწინაურდა.

29-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილი გააძევეს და იაპონიამ ლელო გაიტანა, გარდასახვაც გამოიყენა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი უპირატესობით გაიჭრა
წინ. კაცნაკლულმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოახერხეს
ლელოს გატანა (დემე თაფლაძემ), აფრასიძემ გარდასახვა გააცუდა და 12:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველებმა მორაგბეებმა შეუტიეს, ბურთი დაკარგეს, სწრაფი კონტრიერიში კი მოწინააღმდეგემ ლელოთი და გამოუყენებელი გარდასახვით დაასრულა. მერე აფრასიძემ საჯარიმოდან ბურთი ძელს გაარტყა და დაიწყო ჩვენი გუნდის ხანგრძლივი და მწვავე იერიში, ორჯერ ახლოსაც ვიყავით მიზანთან , ვერ გამოვიყენეთ და 59-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილი გააძევა მსაჯმა.

10 წუთში კი თაფლაძემ მეორე ლელო გაიტანა, აფრასიძემ გარდასახვა ვერ გამოეყენა, მსაჯმა შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იაპონელი მორაგბე გააძევა, ჩვენს გუნდს გამარჯვების ჩინებული შანსი გაუჩნდა და აფრასიძემ თედო აბჟანდაძის გარღვევის შემდეგ ლელო გაიტანა, მანვე გარდასახვა ვერ გამოიყენა და 24:22.


ასეთი გუნდი ყველასთვის საოცნებოა, რომელიც თამაშს ეროვნული ჰიმნის ამაღელვებლად შესრულებით იწყებს, ასე თავდადებულად იბრძვის და იმარჯვებს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად შეძლეს ორი მატჩის მოგება. გარდა ამისა, ელიტაში ადგილი შენარჩუნებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით, მე-5 ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან!

ყოჩაღ ბიჭებს! გილოცავთ!

altგელა აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

alt"უმცროსი ბორჯღალოსნების" ემოციები იაპონიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ