რაგბი

სხვადასხვა

მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის საუკეთესო მბოჭავი თორნიკე ჯალაღონიაა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საუკეთესო მბოჭავების სიას თორნიკე ჯალაღონია ლიდერობს. მან 4 მატჩში 61 ბოჭვა შეასრულა და 4-ით უსწრებს უახლოეს მდევარს.

8-8 გარდასახვა აქვთ გელა აფრასიძეს, ჩარლი ჩეპმენს (შოტლანდია) და ჰარი პლუმერს (ახალი ზელანდია). აფრასიძე მესამე ადგილზეა ოფლოუდებში - 7 და 4-ით ჩამორჩება ჯორდან ჯოზეფს. საუკეთესო მელელოვეთა დავაში 3 ლელოთი მე-4 ადგილზეა დემე თაფლაძე, ის 2-ით ჩამორჩება ლიდერებს - იტალიელ ჯოვანი დ’ონოფრიოს და სამხრეთ აფრიკელ სიმელანეს.

შეგახსენებთ, 17 მაისს ბოლო ტურში უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9 ადგილისთვის შოტლანდიას ერკინებიან.

მომზადებულია
Rugby.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ