რაგბი

სხვადასხვა

შოტლანდიელებმა "უმცროს ბორჯღალოსნებთან" მატჩი შეაფასეს: საქართველოს მძლავრ გუნდთან დავმარცხდით

AutoSharing Option
შოტლანდიის რაგბის კავშირმა მიმოხილვა მიუძღვნა 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მათი და საქართველოს ნაკრებების მატჩს.

"მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი შოტლანდიის ახალგაზრდულმა გუნდმა 19:12 მოიგო, საქართველომ მეორე ტაიმში 24 ქულა აიღო და გაიმარჯვა. სასიკვდილო დარტყმა აბჟანდაძემ რეალიზებული საჯარიმოთი მიაყენა. დავმარცხდით და ტურნირზე მე-10 ადგილი დავიკავეთ. გუნდის კაპიტანი მაკდოუელი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ თვლის, რომ ამ ასაკობრივ ნაკრებს ნათელი მომავალი აქვს:

"ბევრი ფიქრობდა, რომ მე-20 წუთის შემდეგ საერთოდ დავიკარგეთ მოედანზე, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და თამაშში დავბრუნდით. თუმცა, მაინც წავაგეთ. ჩემის
აზრით, ტურნირზე მდიდარი გამოცდილება მივიღეთ და ეჭვიც არ მეპარება, ამას მომავალ ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. ბიჭები მოუმატებენ და მათთან ერთად თამაში ჭეშმარიტი სიამოვნება იყო".

საქართველო მე-4 წუთზე დაეუფლა ინიციატივას, როდესაც ჯაფარიძემ კორიდორი გაჭრა. ქართველების მოლი შთამბეჭდავი იყო. შოტლანდიამ მალევე უპასუხა. შემდეგ მსაჯმა ჩხუბისათვის აფრასიძე და გრეჰემი გააძევა. მარჯანიშვილმა მერე ლელო დაგვიდო. ტაიმის ბოლოს ჩემპენმა ბურთი ჩაჭრა, იფრინა და შოტლანდია დააწინაურა.

მეორე ტაიმი მეტოქის უპირატესობით წარიმართა და ისინი წინ გაიჭრნენ, თითქოს შოტლანდიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ მერე იძალა და ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. 79-ე წუთზე კი აბჟანდაძემ აუღელვებლად შეასრულა საჯარიმო და შოტლანდიის გამარჯვების იმედი დაასამარა".

altჩვენი იმედის გუნდმა შოტლანდია დაამარცხა! [VIDEO]