ჩვენი გუნდი გაფართოებული, 14-კაციანი შემადგენლობით საფრანგეთში ორშაბათს გაემგზავრა და ორლეანში შეკრება გაიარა, დღეს კი გრან-პრის ჩატარების ადგილზე, "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე, მარკუსიში ჩავა.
საქართველო B ჯგუფში მოხვდა და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 30 ივნისს, ჩვენი დროით 11:45 საათზე გერმანიასთან გამართავს, 16:50 საათზე რუსეთს შეხვდება, ხოლო 21:35 საათზე პორტუგალიას ეთამაშება.
A ჯგუფში ირლანდია, ინგლისი, ესპანეთი
მწვრთნელები ორლეანში ჩატარებული ვარჯიშებით კმაყოფილები არიან და უკვე შეარჩიეს ის 12 მოთამაშე, რომლებიც მარკუსის ეტაპს ითამაშებენ.
განაცხადში ვერ მოხვდნენ "უმცროსი ბორჯღალოსნების" (20 წ.) წევრები ოთარ ძაგნიძე და ლაშა ლომიძე. ზაზა ლეჟავას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი იმ მოთამაშეებზე გაკეთდა, რომლებიც გუნდთან ერთად დიდი ხანია ემზადებიან.
პირველ, მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და ახლა განაცხადში არიან: გიორგი ჭუაძე, თენგიზ პერანიძე, რეზი ხარაზიშვილი, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია.
პარიზის ეტაპს ითამაშებენ:
ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ბესიკ ხამაშურიძე
ევროპის გრან-პრი (ოთხ ეტაპად)
მეორე (პარიზის) ეტაპი. 30 ივნისი
გერმანია - საქართველო (11:44)
რუსეთი - საქართველო (16:50)
პორტუგალია - საქართველო (21:34)
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით