საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა 12 მორაგბემდე შემცირდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის 7-კაცა ნაკრები 30 ივნისს და პირველ ივლისს ევროპის გრან-პრის მეორე, პარიზის ეტაპზე ითამაშებს და ერთი თვის წინ მოსკოვში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

ჩვენი გუნდი გაფართოებული, 14-კაციანი შემადგენლობით საფრანგეთში ორშაბათს გაემგზავრა და ორლეანში შეკრება გაიარა, დღეს კი გრან-პრის ჩატარების ადგილზე, "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე, მარკუსიში ჩავა.

საქართველო B ჯგუფში მოხვდა და ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 30 ივნისს, ჩვენი დროით 11:45 საათზე გერმანიასთან გამართავს, 16:50 საათზე რუსეთს შეხვდება, ხოლო 21:35 საათზე პორტუგალიას ეთამაშება.

A ჯგუფში ირლანდია, ინგლისი, ესპანეთი
და პოლონეთი მოხვდნენ, ხოლო G ჯგუფში იტალია, საფრანგეთი, უელსი და შვედეთი განაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 1-ელ ივლისს 8 მოწინავე თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი მე-9 და მე-12 ადგილებისთვის ითამაშებს.

მწვრთნელები ორლეანში ჩატარებული ვარჯიშებით კმაყოფილები არიან და უკვე შეარჩიეს ის 12 მოთამაშე, რომლებიც მარკუსის ეტაპს ითამაშებენ.

განაცხადში ვერ მოხვდნენ "უმცროსი ბორჯღალოსნების" (20 წ.) წევრები ოთარ ძაგნიძე და ლაშა ლომიძე. ზაზა ლეჟავას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტი იმ მოთამაშეებზე გაკეთდა, რომლებიც გუნდთან ერთად დიდი ხანია ემზადებიან.

პირველ, მოსკოვის ეტაპზე არ უთამაშიათ და ახლა განაცხადში არიან: გიორგი ჭუაძე, თენგიზ პერანიძე, რეზი ხარაზიშვილი, ირაკლი სვანიძე, აკაკი ტაბუცაძე და იოანე ხელაია.

პარიზის ეტაპს ითამაშებენ
:
ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (აია), გიორგი ჭუაძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (კასტანიანი, საფრანგეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), იოანე ხელაია (აკადემია), თორნიკე მანაგაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა
მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, ბესიკ ხამაშურიძე

ევროპის გრან-პრი (ოთხ ეტაპად)
მეორე (პარიზის) ეტაპი. 30 ივნისი

გერმანია - საქართველო (11:44)
რუსეთი - საქართველო (16:50)
პორტუგალია - საქართველო (21:34)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
7 კაცა რაგბში ძალიან მოვიკოჭლებთ.
ლევანი
05 ივლისი 2018 14:00
1
ორი სიტყვით მაინც დაწერეთ რახდება თუ წზვიდნენ და გაქრნენ??(((
euhh
02 ივლისი 2018 13:03
1
დღეს, 1 ივლისს, როდის არის ჩვენი თამაშები?
გუჯა კახაძე
01 ივლისი 2018 11:20
3
ეეჰ,გერმანიასთან და რუსეთთან წავაგეთ.
სოსო
30 ივნისი 2018 20:21
1
გადაცემა იქნება?
სოსო
29 ივნისი 2018 20:03
0
რაღაცა იჩალიჩეთ, რა, გთხოვთ..
ქუთაისელი
29 ივნისი 2018 15:38
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული