საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

საქართველოს რაგბის კავშირი უერთდება თბილისის "ლოკომოტივის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდისთვის, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, "კონტინენტის ფარზე" მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 10-გზის და მოქმედ ჩემპიონ "ლოკომოტივს" აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირი მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო კლუბებს გაუწიოს დამატებითი ფინანსური დახმარება. სწორედ ამის გამო შარშან ქვეყნის ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" ვერ შეძლო "კონტინენტის ფარზე" თამაში და ის ფინალისტმა "ბათუმმა" ჩაანაცვლა, რომელმაც ტურნირში ჩართვისათვის საჭირო ფინანსები დამოუკიდებლად მოიძია.

რაგბის კავშირი მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ მხარში დაუდგნენ ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს", რათა მან ქართული რაგბის ღირსება ევროტურნირებში დაიცვას.

შეგახსენებთ, "კონტინენტის ფარი" მესამე დონის ტურნირია და პარალელურად, წარმოადგენს მეორე დონის, "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირს. "ჩელენჯ ქაფის" საგზურს, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) კლუბები გამოდიან, ორი ფინალისტი იღებს. შარშან "ბათუმმა" ნახევარფინალი ითამაშა და ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
tu pulis tomrebs ar undat saxalxo sportis dafinanseba, chven davapinansebt! ra gaxda otxasi atasi? angarishis nomeri dadet da imdens shevzlebt, rom shemdeg wels ukve challenge ze gveyoleba gundi.
gagi
11:35 03-08-2018
0
ჩემი აზრით ლოკომოტივმა (მენეჯერმა) უნდა ჩამოწეროს ხარჯები, რა დაჯდება, რამდენი ჭირდებათ და როდის. ეს უკვე ექნებათ, მაგრამ ფორმა მიცეს ჩვენთვის გასაგები. ამის მერე შეიძლება პიარ კამპანია ფულის შესაგროვებლად და ამავდროულად რაგბის პოპულარიზაციისთვის. აი აქ შეიძლება ხალხის ჩართულობა, რასაც მოყვება თანხის შეგროვება, ხოლო შემდეგ ეტაპზე რა დაიხარჯა და რაში. თუ შედეგიც დადეს, ყველას გვექნება თანამონაწილეობის შეგრძნება. ეს გაზრდის რაგბის პოპულარობას. ანუ 2 კურდღელს დავიჭერთ. მოკლედ კარგი ორგანიზატორი ჭირდება ამ საქმეს, მარტო განცხადებით ფულს არავინ დადებს.
ჰაჰა
11:22 02-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული