საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

საქართველოს რაგბის კავშირი უერთდება თბილისის "ლოკომოტივის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გუნდისთვის, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მიერ ორგანიზებულ ტურნირში, "კონტინენტის ფარზე" მონაწილეობის შესაძლებლობას ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 10-გზის და მოქმედ ჩემპიონ "ლოკომოტივს" აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, რაგბის კავშირი მოკლებულია შესაძლებლობას, კერძო კლუბებს გაუწიოს დამატებითი ფინანსური დახმარება. სწორედ ამის გამო შარშან ქვეყნის ჩემპიონმა გორის "ჯიქმა" ვერ შეძლო "კონტინენტის ფარზე" თამაში და ის ფინალისტმა "ბათუმმა" ჩაანაცვლა, რომელმაც ტურნირში ჩართვისათვის საჭირო ფინანსები დამოუკიდებლად მოიძია.

რაგბის კავშირი მოუწოდებს კერძო სექტორს, რომ მხარში დაუდგნენ ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივს", რათა მან ქართული რაგბის ღირსება ევროტურნირებში დაიცვას.

შეგახსენებთ, "კონტინენტის ფარი" მესამე დონის ტურნირია და პარალელურად, წარმოადგენს მეორე დონის, "ჩელენჯ ქაფის" შესარჩევ ტურნირს. "ჩელენჯ ქაფის" საგზურს, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) კლუბები გამოდიან, ორი ფინალისტი იღებს. შარშან "ბათუმმა" ნახევარფინალი ითამაშა და ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ მიზნამდე.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩემი აზრით ქართველ მოსახლეობასაც და გულშემატრკივრებსაც შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ ლოკომოტივს, ჩემი ღრმა რწმენით 100 000 ადამინაი მაინც მოიძებნება საქართველოში რომლეიც გულშემატკივრობს რაგბს არა მარტო რაიმე კონკრეტულ თამაშებზე არამედ ზოგადად რაგბის მომავალს, შესაბამისათ მიაწოდეთ ხმა ლოკომოტივის ხელმღვანელობას, გამოაქვეყნოს ანგარიშის ნომერი და 100 000 გულშემატკივრიდან 30 % მაინც რომ გავიღოთ მინიმუმ 5 ლარი (თითქოს ერთ თამაშს დავსწრებივართ) შესაძლებლობა გაჩნდება კიდევ გუნდი მოვახვედროთ კონტინენტის ფარზე!!! რაც იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული რაგბის მომავლისთვის და სიხარული (რომელიც ბევრად მეტია ვიდრე 5 ლარი) ბუმერანგივით დაუბრუნდება გულშემატკივრებს
ლადო
16:35 01-08-2018
1
ქუთაისელი გეთანხმები, უბრალოდ მგონია რომ ეს უფრო მიზანმიმართული იქნება კონკრეტული ქმედებისთვის, რაც შეეხება თამაშებზე დასწრებას დარწმუნებული ვარ რომ დამსწრეების რაოდენობა უფრო და უფრო გაიზრდება რაც მეტი გუნდი გვეყოლება სხვადასახვა ტურნირებში.
ლადო
17:53 01-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული