Red Bull Lelos გამარჯვებული გამოვლინდა

AutoSharing Option
Red Bull Lelos 2018 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა. ფინალი 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ჩატარდა. გამარჯვება წელს გუნდ „იუნკერებს“ დარჩა. „იუნკერები“ დაძაბულ ფინალში გუნდს „Children” შეხვდნენ და 11:6 დაამარცხეს. მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „ერთი ჩაყრა“.

Red Bull Lelos სამოყვარულო თაჩ რაგბია, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა.

წელს სამოყვარულო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ორმოცდაათამდე გუნდი დარეგისტრირდა. შესარჩევი თამაშები გაიმართა 22 და 23 სექტემბერს, ქუთაისსა და თბილისში. ფინალში ერთმანეთს 10 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა.

საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო.
I ადგილი- 3000 ლარი
II ადგილი- 1500 ლარი
III ადგილი- 500 ლარი


Red Bull Lelos სამოყვარულო ტურნირია, რომლის მიზანია რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული