იტალიელთა მწვრთნელი: დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, მაგრამ საქართველოსთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან - ვერა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა კონორ ო'შიმ ტესტ-მატჩებში თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქმა უნდა,  ახალზელანდიელებთან შეხვედრის წინ სულ სხვა მოლოდინი გვქონდა. თუმცა, შესანიშნავად ვიცოდით, ვისაც ვუპირისპირდებოდით.

ვცდილობთ უკეთესად ვიასპარეზოთ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. სიახლეთა მუდმივ ძიებაში ვართ. ვიცით, ეს ძალიან გრძელი გზაა.

შემოდგომის ტეს-მატჩებში ჩვენზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ საქართველოსთან და ავსტრალიასთან კარგად ვითამაშეთ, ახალ ზელანდიასთან კი ვერა.

ჩვენი შეცდომები მეტოქის სიძლიერის ბრალია და მათ გამოსასწორებლად უნდა ვიმუშავოთ".

შეგახსენებთ, იტალია რომში ახალ ზელანდიასთან 3:66 განადგურდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგად კი არ ითამაშეთ - საქართველოს ფაქტიურად ბ ნაკრებს მოუგეთ, თან მათაც შეუთამაშებლებს, თან ნოემბრის ტესტების 1- ლი თამაში იყო ! იტალიელებს და რაგბს სამყაროს უ ნ დ ა შევახსენოთ, რომ ტრამვების გამო ვერ თამაშობდნენ ;ნემსაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი, კაჭარავა, კვირიკაშვილი... და იტალიელები მოვიწვიოთ საქართველოში - დ ა ჟ ი ნ ე ბ ი თ!
დღესაც კი 6 ერისათვის ,რომ ჩატარდეს 2 თამაში - გასვლა - შინ - საქართველო დაამარცხებს იტალიას ... თბილისში საქართველოს ნაკრები ყველა შემთხვევაში მეტი ქულებით მოუგებს !
გლახუნა
27 ნოემბერი 2018 13:34
1
თქვენ კი ვერ გვეთამაშეთ კარგად, ჩვენ ვითამაშეთ უჩვეულოდ ცუდად, გარკვეული მიზეზების გამო.
ზურა
27 ნოემბერი 2018 11:21
0
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს! რეიტინგს რას უყურებთ ფაქტია რომ გვჯობნის თამაშში! იტალია მსოფლიოს გრანდებთან მარცხდება და გასაგებია რატომ ვერ მიდის წინ რეიტინგში. სამოას რუმინეთს და ტონგებს არ კადრულობს და არ ეთამაშება თორემ ჩვენზე წინ იქნებოდა ქულებით
ზურა
27 ნოემბერი 2018 08:10
7
რეიტინგის საკითხში გეთანხმები,მაგრამ გვჯობნისო,მაგის ცალსახად თქმა,ძალიან არასწორია.ეგ თამაში ჩვენთვის ყველაზე უფრო არახელსაყრელ დროს მოგვიწია,მაგრამ რაღარც შანსები მაინც გვქონდა.მაგ პირობებში და მაგ შემადგენლობითაც კი,მოლში კარგადო არ ვიტყვი,ნორმალურად მაინც რომ გვეთამაშა,მაგ თამაშის ბედი,სულ ცოტა მატჩის ბოლომდე გაურკვეველი იქნებოდა.მაგ თამაშმა მე,პირიქით იმედი უფრო გამიღვივა.თანაბარ პირობებში ჩვენ უკვე მათი მომგებები ვართ და თუ როგორღაც მსოფლიოზე ერთმანეთს გადავეყარეთ,აუცილებლად დავამარცხებთ,რადგან ჩვენ შეთამაშებითა და ძირითადის ბიჭების დაბრუნების ხარჯზე,მომატების გაცილებით უფრო დიდი რესურსი გვაქვს,ვიდრე ამ ყველაფრის გარეშე,ორ საბაზო კლუბში თამაშით, ისედაც იდეალურად შეთამაშებულ იტალიელებს.თანაც არ დაივიწყოთ ჩვენი ახალგაზრდულის ბიჭების ზრდის სისწრაფეც,ზაფხულში ისინი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული და თავისთავში დარწმუნებული დიდი ნაკრების მოთამაშეები იქნებიან.
სოსო
27 ნოემბერი 2018 10:46
0
რეიტინგში ჩამაგვრჩა ისევ იტალია
ბუბა
26 ნოემბერი 2018 20:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული