კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ორო" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
8 დეკემბერს, კონტინენტის ფარის მე-3 ტურში "ლოკომოტივმა" რომში "ფიამე ოროს" 29:22 სძლია.

პირველ ტაიმში გუნდებმა თითო ლელო დადეს, ბოლოს მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს - 10:7.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ რომაელებმა შემდეგ მცირე ხნით ინიციატივა ხელთ იგდეს, ორი ლელო დადეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს და 22:10 დაწინაურდნენ.

67-ე წუთზე "ლოკომ" მრავალფაზიანი შეტევა ლელოთი და გარდასახვით დააგვირგვინა (22:17).

74-ე წუთზე თბილისელებმა ლელო გაიტანეს, ანგარიში გაათანაბრეს და დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 22:22.

79-ე წუთზე რომაელებმა საჯარიმო გააცუდეს, 84-ე წუთზე
კი "რკინიგზელებმა" ლელო დადეს  (ლევან ჭავჭავაძემ), გარდასახვაც გამოიყენეს და 29:22 გაიმარჯვეს.

"ლოკომოტივმა" 4 ლელო დადო, ბონუსი მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ლოკომოტივი: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. გიგა გაგოშვილი, 12. გიორგი ტალახაძე, 11. ვახტანგ კავთიძე (კაპ.), 10. ბექა წიკლაური, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ვახტანგ ქვათაძე, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ქართველიშვილი, 4. დაჩი კოპაძე, 5. გაგა არაბული, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ვასილ ყველაიძე, 8. ზვიად მაისურაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. თევდორე მაჭარაშვილი, 18. გაგა გორგასლიძე, 19. გიორგი გეგია, 20. ლევან დარასელია, 21. ვახტანგ ამირანაშვილი; 22. გიორგი გედეხაური, 23. ივანე ხელაია.

4 ლელო: გასვიანი, დარასელია, გედეხაური, ჭავჭავაძე

3 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

15 დეკემბერს "ლოკომოტივი" სტუმრად "კალვიზანოს" დაუპირისპირდება, რომელთანაც სახლში 6:17 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფგჰფჰფჰფჰფჰფჰ
trali vali
10 დეკემბერი 2018 14:26
2
გამარჯვება რა თქმა უნდა სასიხარულოა,მაგრამ რაც გვაჩვენეს რეპორტაჟში,ასეთი უჭკუო თამაში არასოდეს მინახავს.აქ სიჩქარეებთან შეუჩვევლობა არა მგონია ერთადერთი მიზეზი იყოს,კაცნაკლული გუნდი ყოველ წამს რომ რიცხობრივ უპირატესობას გიქმნის, ორ ლელოს გიდებს და იმის იქითაც ყოველ ჯერზე ხაზს გიჭრის....ვფიქრობ ჩვენებს ეგონათ,რომ გამარჯვება თავისით მოვიდოდა და იტალიელები ძალიან რომ არ დაგვხმარებოდნენ,ამ თამაშის მომგებები ნადვილად არ ვიყავით და არც ღირსნი.ერთ კვირაში გაცილებით უფრო მძიმე მატჩი გველის და ასეთი დაცვით რისი იმედი უნდა გვქონდეს,არ ვიცი.იმედია მწვრთნელები დროზე მოახერხებენ გუნდის დალაგებას.ამ თამაშამდე დარწმუნებული ვიყავი,რომ ამ თამაშს პრემიით მოვიგებდით და კალვეზანოსაც დავამარცხებდით,ახლა კი აღარ ვიცი რა ვიფიქრო,არა და როგორც მესმის 12 ქულით გამარჯვება გვჭირდება.ბორჯღალოსნებმა გაცილებით უკეთ უნდა ითამაშონ და ბიჭებს მაგალითი მისცენ,ხოლო თუ სათამაშო დისციპლინა არ გამოსწორდა,მაშინ ბორჯღალოსნებიც ვერ გვიშველიან.
სოსო
08 დეკემბერი 2018 22:55
0
მადლობა ბიჭებს!!!
ლელო, ლელო, საქართველო!!!
შალვა 73
08 დეკემბერი 2018 22:37
2
ყოჩაღ, ბიჭებოოო...
status quo
08 დეკემბერი 2018 20:19
0
ოთხი ლელოს დადებისთვის პრემია +1 ქულა ავიღეთ.
დებულების თანახმად (როგორც რაგბი ჯი-ზეა გაწერილი) ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში გატანილი/მიღებული ქულებია პრიორიტეტში, რაშიც კალვიზანო გვჯობნის. ასე რომ შემდეგ თამაშში 4 ლელო უნდა დავდოთ და მეტოქეს პრემია არ უნდა ავაღებინოთ. ლოკომოტივისთვის უძნელესად სჩანს, მაგრამ არა შეუძლებლად.
შეუძლებელი უნდა შეძლოთ ლომებო!
5 ქულა
08 დეკემბერი 2018 20:02
1
4 ლელო არაა აუცილებელი, 12 ქულის სხვაობით უნდა გაიმარჯვოს ლოკომ, როგორც ვიცი. სამწუხაროდ თბილოსში ჩვენებს 100% ლელო არ ჩაუთვალა მსაჯმა, თორემ 5 ქულიანი სხვაობაც გვყოფნიდა.
ლოკო
08 დეკემბერი 2018 21:23
0

სიახლეები პოპულარული