კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" გადამწყვეტი მატჩის ჩასატარებლად რომიდან კალვაზინოში გაემგზავრა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" დღეს რომიდან იტალიის ჩრდილოეთში, კალვიზანოში გაემგზავრა, სადაც "კონტინენტის ფარის" მეოთხე ტურის მატჩს 15 დეკემბერს გამართავს.

საქართველოს ჩემპიონი იტალიაში უკვე ერთი კვირაა იმყოფება, გასულ შაბათს რომში "ფიამე ოროს" შეხვდა და ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით გამარჯვება მოიპოვა - 29:22. საგულისხმოა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე რკნიგზელები მეტოქეს 12 ქულით ჩამორჩებოდნენ (10:22), თუმცა მერე სამი ლელო გაიტანეს და გამარჯვებასთან ერთად ბონუსიც ჩაიწერეს.

მეორე ტაიმის შუაში "ჩავარდნაზე" და საბოლოოდ მატჩის მოგებაზე გუნდის მწვრთნელი სიმონ მაისურაძე ამბობს:

"ძალიან მჭიდრო სამგზავრო გრაფიკი გვქონდა,
რამაც გარკვეულ-წილად მნიშვნელოვანი დაღლილობა გამოიწვია. სწორედ ამ დაღლილობამ იჩინა თავი "ფიამე ოროსთან" მატჩის შუაში და პატარა ჩავარდნა გვქონდა, თუმცა მერე შეცვლები გავაკეთეთ, მოედანზე დასვენებული მორაგბეები შევიდნენ და თამაში მაღალ დონეზე დავასრულეთ. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ. ბიჭებმა იბრძოლეს, სული და გული დადეს და ეს გამარვება 100%-ით მათი დამსახურებაა".

თანაბარძალოვანი შემადგენლობა
"ფიამე ოროსთან" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლოკომოტივმა" ორი დღე დაისვენა, ძალები აღიდგინა და სამშაბათსა და ოთხშაბათს თითო-თითო ვარჯიში გამართა.

მაისურაძე ამბობს, რომ აქცენტი დაცვაში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე კეთდება, "კალვიზანო" წინა მეტოქეზე უფრო ძლიერი გუნდია, თუმცა საქართველოს ჩემპიონს გამარჯვების შანსი აუცილებლად ექნება:

"დაცვაში გვქონდა გარკვეული შტრიხები გამოსასწორებელი და ორი დღე ამაზე ვიმუშავეთ. ჩვენი ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები ძირითად 15-ში მოხვედრილებს არაფრით ჩამოუვარდებიან და ცვლილებების შემდეგ თამაშის ხარისხი არ კლებულობს. ვფიქრობთ, რომ "კალვიზანოსთან" მაღალ ტემპს 80 წუთი გავუძლებთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. ეს იოლი არ იქნება, რთული თამაში გველის, თუმცა თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ბონუსის აღებაზე ვიფიქროთ".

"ფიამე ოროსთან" მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და "ლოკომოტივს" მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება გიგა გაგოშვილი. თავს უკეთ გრძნობს გიორგი შკინინი დაშესაძლოა სამატჩო, 23 კაციან განაცხადში ვიხილოთ.

კონტინენტის ფარზე, ლოკომოტივი კალვიზანოს 15 დეკემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე (ადგილობრივი დროით 15:00) დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას ტელეკომპანია "რაგბი თივი" განახორციელებს


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
Reportaji iikneba?
0
მიდით ბიჭებო. წარმატებები! - ფოტოზე ვახტანგ კავთიძე მაგარი კაპიტანი და მაგარი ადამიანია))
შოთა
10:47 14-12-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული