საქართველოს წლის საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე აღიარეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირმა ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა.

საქართველოს საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე დაასახელეს.

2018 საუკეთესო ლელო - თაზო მჭედლიძე იტალიის წინააღმდეგ.

2018 წლის მექულე - სოსო მათიაშვილი. სოსომ წელს 67 ქულა მოიხვეჭა - 2 ლელო, 9 გარდასახვა და 13 ჯარიმა.

წლის მელელოვე სანდრო თოდუა გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით 4 ლელო გაიტანა.

2018 წლის შემტევი- გიორგი კვესელაძე. კვესომ წელს ბორჯღალოსნების ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 73 შეტევაში ბურთით 503 მეტრი დაფარა.

2018 წლის საუკეთესო მსაჯი - ნიკა ამაშუკელი.
ნიკა პირველი ქართველი მსაჯი იქნება, რომელიც ქართულ ბრიგადასთან ერთად წარუძღვება ჩელენჯ ქაფის მატჩს და 20-წლამდელთა 6 ერზე ინგლისი - იტალიის რკენას.

2018 წლის საუკეთესო მბოჭავი - გიორგი ცუცქირიძე. წელს ცუცქირიძეს ბორჯღალოსნებთან ერთად შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან 7 მატჩში ყველაზე მეტი, 91 ბოჭვა შეასრულა.

2018 წლის საუკეთესო მოშვიდკაცე - რამაზ ხარაზიშვილი.

2018 წლის საუკეთესო მორაგბე ქალი - სალომე მაკასარაშვილი. სალომე 7-ქალას ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავი და ამავდროულად მელელოვეა. წელს ჩვენმა გოგოებმა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი მოიგეს, რაშიც სალომემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა.

დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე - გიორგი შკინინი (ლოკომოტივი). მან გასულ სეზონში 23 ლელო გაიტანა.

დიდი 10-ის საუკეთესო მწვრთნელი - ბენდიაშვილი. მისი ხელმძღვანელობით "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონი გახდა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ოთიას საუკეთესოდ დასახელება და ახალ წელს,ვუსურვებ მსოფლიოს თასზეც საუკეთესო ყოფილიყოს ნაკრებში და ზუსტად იგივეს ვუსურვებ ყველა ბორჯღალოსანსაც.ვულოცავ ახალ წელს მთელ სარაგბო თემს და მათ გუმშემატკივარს.დაე ეს წელი, ყველაზე უფრო წარმატებული გახდეს ქართული რაგბის ისტორიაში.
სოსო
01 იანვარი 2019 12:08
0
Ulocav magram chemi azrit tazo mjedlize imsaxurebda ra tqma unda giorgadzec magram....
ჭაღარა
01 იანვარი 2019 01:00
3

სიახლეები პოპულარული