კონტინენტის ფარი. "ფიამე ოროს" წინააღმდეგ "ლოკომოტივის" შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონის, თბილისის "ლოკომოტივის" სამწვრთნელო შტაბმა, კონტინენტის ფარის მეხუთე ტურის მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 12 იანვარს „ავჭალაზე“, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს გამართავს და იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება, მასზე დასწრება თავისუფალია და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის შანსს შეინარჩუნებს. ამისათვის კი საჭიროა, რომ ერთი კვირის შემდეგ "კალვიზანომ" "ფიამე ოროს" რომში ვერ მოუგოს.

ხვალინდელ თამაშს რკინიგზელები ნამატით და ამავდროულად, დიდი დანაკლისით ხვდებიან. გუნდს ვერ დაეხმარებიან ძირითადი 9 ნომერი, ბორჯღალოსანი გიორგი ბეგაძე და კვაჭი
ლევან ჭავჭავაძე, რომელიც ერთი თვის წინ რომში შეცვლაზე შევიდა, გაწითლებულ დროზე ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს გამარჯვება და ბონუს ქულა ერთად მოუტანა.

ძირითად შემადგენლობაში თამაშს ის მორკინალები იწყებენ, რომლებმაც რომაულ მატჩში გუნდს ამ კომპონენტში უდიდესი უპირატესობა მოუპოვეს. კვაჭი ირაკლი ქვათაძეა, ბურჯები კი ვახტანგ ქვათაძე და გიორგი ქართველიშვილი იქნებიან; მეორე ხაზში დაჩი კოპაძე და გაგა არაბული შეწყვილდებიან; ხოლო მესამე ხაზში ფარნავაზ გასვიანი, ვასილ ყველაიძე და ზვიად მაისურაძე დადგებიან.

შერკინების პირველი ხაზის მარქაფაში ორი ახალი სახეა - კვაჭი ერიკ ღვინჯილია და ბურჯი გაგა არაბული, რომელიც იტალიაში გუნდს ტრავმის გამო დააკლდა. მეორე ბურჯი გაგა გორგასლიძეა. თადარიგში ამჯერადაც 6 მორკინალია და მეორე ხაზში გიორგი გეგია, ხოლო მესამეში ლევან დარასელია და ვახტანგ ამირანაშვილი გამოჩნდებიან.

9 ნომრად თამაშს ლაშა გედეხაური იწყებს; მგეზავი კვლავ გამოცდილი ბექა წიკლაური იქნება, ცენტრში კი გიორგი ტალახაძეს ზურაბ ძნელაძე შეუწყვილდება, რომელიც პირველ მატჩში გარემარბი იყო. ფრთაზე ბრუნდება 2017/2018 წლების დიდი 10-ის საუკეთესო მორაგბე და მელელოვე, ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი, ხოლო მეორე ფრთა გუნდის კაპიტანი ვახტანგ კავთიძე იქნება. ფულბეკი კვლავ ლევან გოგოლაშვილია.

ხაზში შეცვლაზე ივანე ხელაია და დავით გულიტაშვილი გამოჩნდებიან. გულიტაშვილის და ღვინჯილიას ევროთასებზე დებიუტი ექნებათ.

2019 წელს, "ფიამე ორომ" იტალიის ტოპ 12-ის მე-11 ტურის მატჩი "პეტრარკასთან" სტუმრად, 5 იანვარს გამართა და 10:18 დამარცხდა. ის 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

რომაელები "კალვიზანოს" მიმდინარე სეზონში ორჯერ ეთამაშნენ. იტალიის ჩემპიონატის პირველ წრეში, "ფიამე ორომ" მეტოქე სტუმრად 8:7 დაამარცხა, ხოლო კონტინენტის ფარის პირველ წრეში "კალვიზანომ" 35:20 იმარჯვა.

Sportall.Ge

altკონტინენტის ფარი: "ლოკომოტივისა" და "ფიამე ოროს" მატჩს ქალი იმსაჯებს


მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეეჰ,არ მომწონს სიტუაცია,არც სტადიონზე და არც მინდორზე.არც მაყურებელი მოვიდა და არც ლოკომოტივს ეტყობა ცეცხლი.ალბათ ჯგუფიდან გასვლის იმდი არა აქვთ,მაგრამ რაღაცა იმედი მაინც ხომ არის.თუ კი ჩემპიონატში მოუგო კალვეზანოს,რატომ აქ აღარ შეიძლება?საერთაშორისო მატჩებში რომას გულშემატკივარს ურჩევნია უცხოეთის კლუბმა გაიმარჯვოს,ვიდრე ლაციომ,მილანშიც ასეა და ტურინშიც.იქნება ამათაც შესძლონ,მოინდომონ და დაამარცხონ კალვეზანო.თუ მეორე ტაიმშიც ასე გულს გარეთ ვითამაშებთ,შეიძლება თამაშიც კი შემოგვიტრიალონ.გულშემატკივრებს კი მოვუწოდებ, მეორე ტაიმში მაინც მოდით,მერე სანანებელი რომ არ გაგვიხდეს.
სოსო
15:59 12-01-2019
0
ძალიან ცუდია, როდესაც სხვაზე ხარ დამოკიდებული. ამ შემთხვევაში იტალიელები იმ გუნდს გაიყვანენ, რომელსაც შემდეგ ეტაპზე უკეთესად თამაში შეუძლია. ჩვენი მოგება რა თქმა უნდა აუცილებელია და ჯერ ეს უნდა მოვახერხოთ!
)))))
01:50 12-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული