რაგბი

სხვადასხვა

კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივმა" თავისი გააკეთა და "ფიამე ორო" გაანადგურა

AutoSharing Option
ანი რეხვიაშვილის ფოტო

12 იანვარს თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლა და ანგარიშით 47:10 დაამარცხა.

"ავჭალის" სტადიონზე ანგარიში მე-11 წუთზე ბექა წიკლაურმა ჯარიმით გახსნა - 3:0. 3 წუთში კი გაგა არაბულმა დაალელოვა, ხოლო წიკლაურმა გარდასა და იტალიელბთან სხვაობა 10-მდე გავზარდეთ.

შეხვედრის მე-18 წუთზე გიორგი შკინინმა მოახერხა ლელოს დადება და ანგარიში 15:0 გახდა.

ტაიმის მიწურულს კი ჯოვანი დ'ონოფრიომ შეძლო თავის გამოჩენა და ლელო დადო, ანგარიში კი 5:15 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყიში წიკლაურმა კიდევ ერთი ჯარიმა
გაიტანა და სხვაობა გაზარდა, შემდეგ კი კიდევ ერთი ჯარიმა მიაყოლა - 21:5. წიკლაური ამაზე არ გაჩერდა და 56-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა. 3 წუთში "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ლელო ზურაბ ძნელაძემ დადო, წიკლაურმა კი გარდასა.

რამდენიმე წუთში "ლოკომოტივის" უპირატესობა უფრო საგრძნობი გახდა - 63-ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაალელოვა, წიკლაურმა გარდასა და ანგარიში 40:5 გახდა.

66და 67-ე წუთზე წიკალურმა კვლავ ლელო დადო და გარდასა, ანგარიში გამანდგურებელი გახდა - 47:5. იტალიელებმა მეორე ლელოს დადება მხოლოდ 72-ე წუთზე შეძლეს, თავი მატეო კორნელიმ გამოიჩინა 47:10.

ამ მოგების შემდეგ "ლოკომოტივი" ჯგუფში დროებით პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა "კალვიზანო" კიდევ ერთი მატჩი დარჩა - 19 იანვარს ისინი "ფიამე ოროს" ხვდებიან, რომელიც ამ შემთხვევაში უმოტივაციოა, ხოლო "ლოკომოტივის" ჯგუფიდან გასვლის ბედი ამ მატჩზე იქნება დამოკიდებული, კონკრეტულად კი "კალვიზანო" უნდა დამარცხდეს.