კონტინენტის ფარი: "ფიამე ორომ" "კალვიზანოს" ბრძოლა არ გაუმართა და "ლოკომოტივი" გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც პრინციპში, მოსალოდნელი იყო, "ფიამე ორომ" დიდი ბრძოლა არ გაუმართა "კალვიზანოს", რომში 10:33 დამარცხდა და ამ უკანასკნელმა ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე 12 ქულით "ლოკომოტივი" გავიდა, რომელიც ჯგუფში ჩარჩა. არადა, ჩვენმა გუნდმა კარგად ისპარეზა და უფრო მეტად ამიტომაა გულდასაწყვეტი ტურნირიდან მისი გამოთიშვა.

იმისათვის, რათა "კალვიზანოს" ჯგუფში გაემარჯვა, ან 22 ქულით უნდა გაემარჯვა, ან ბონუსით და მიზანს მიაღწია (23 ქულით მოიგო და 5 ლელო დადო), რაშიც თანამემამულეებმა დიდად არ შეუშალეს ხელი.

"ლოკომოტივმა" "ფიამე ორო" ორჯერ დაამარცხა,
"კალვიზანოს" სტუმრად სძლია, თბილისში კი არაობიექტური მსაჯობის გამო 6:17 დამარცხდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასვლაზე ქართულმა გუნდმა "კალვიზანო" კი დაამარცხა, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა ბონუსი აიღეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ლოკომოტივს 12 ქულა რანაირად დაუგროვდა? ან 22 ბურთიანი სხვაობით გამარჯვება რა შუაშია? იქნებ გარკვევით ახსნათ ფარის წესები.
თანაბარი ქულების შემთხვევაში ბურთები ურთიერთშეხვედრების ქულები ითვლება თუ ტურნირზე გატანილი ლელოები?
ავტორს
23 იანვარი 2019 10:32
0
ლოკოს ბოლო თამაშს ფიამე ოროს წინააღმდეგ ვუყურე. თამაშის წინ ყველგან წერდა რომ ლოკომოტივს რა ანგარიშითაც არ უნდა მოეგო მნიშვნელობა არ ექნებოდა - კალვიზანოს ჯგუფის ბოლო თამაშში (რომში ფიამე ოროს წინაარმდეგ) ნებისმიერი, თუნდაც ერთი ქულით მოგება მოაწყობდა, რადგანაც ლოკოსთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა. ლოკომ ოთხი ლელოს დადების მერე თამაში მოგებამდე მიიყვანა, ანუ ბოლოში თავი აღარ შეააკლეს, მითუფრო რომ ანგარიშიც ღირსეული იყო და ბონუსიც აღებული. არადა მაშინ რომ ცოდნოდათ, რომ სხვაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, გატეხილ ფიამე ოროს კიდევ და კიდევ გაუდებდნენ, ყოველი შემთხვევისთვის იტალიელებს ერთმანეთთან თამაშში სპექტაკლის დადგმაში ხელს უფრო შეუშლიდნენ, სხვაობა უფრო დიდი როცა იქნებოდა
ramaz
21 იანვარი 2019 01:41
0
მოდი სულ ოდნავ გაერკვიე ან სპორტში ან რაგბში, მერე ქართულ რაგბში. 1 საათი დაუთმე, მეტი არ გინდა
იმიტომ რომ რაგბზე იმდენი იცი რამდენიც ჩინური გეცოდინება. რამდენწუთიანია ტაიმი ეგეც არ გეცოდინება შენ და ბურთი რა ფორმისაა.
სანდრო არ ინერვიანო
20 იანვარი 2019 21:46
0
რამდენიც რაგბს ხმარდება მთლიანად სპორტს რომ მოახმაროთ ვერა?
ეწყინება ზოგიერთებს და ცივი წყალი დალიეთ. რამდენი წელია იყრება ფული და მარტი ღირსეულად წაგება თუ არის ამ სპორტის არსი აღარ ვუყურებ საერთოდ და ბევრი ასეც ფიქრობს. ან დადეთ შედეგი გახდით რაიმეს ჩემპიონი მოიგეთ რაიმე უმაღლესი ტურნირები და არა ერთა ლიგის მსგავსი ჭ კლასის ტურნირები. ბოლო წლებში თითქმის ყველა გრანდს რაც არსებობს მსოფლიოში შევხდით და შედეგი 0. გეყოთ რაგბში და ფეხბურთში ფულის ფლანგვა სირცხვილია რა სადაც წარმატებები გვაქვს იმ სპორტს წაეხმარეთ.
სანდრო
20 იანვარი 2019 21:09
16
სანდრო,შენ ის სანდრო ხარ,ლონდონში რომ სწავლობდა?რაღაცას რომ ამბობ,რაღაცა ხომ მაინც უნდა იცოდე,იმის შესახებ,რაზეც ლაპარაკობ?ლენინმა გვიანდერძა,"სწავლა,სწავლა,სწავლა მუდამ"ო.ჯერ ისწავლე რა არის რაგბი,ფეხბურთი,რა ადგილი აქვს ადამიანის ცნობიერებაში სპორტის ამ სახეობებს და შემდეგ, თუ გინდა შრომებიც დაწერე მათი გაუქმების აუცილებლობაზე.
სოსო
21 იანვარი 2019 10:50
0
გრიგოლ გამოდი გიცანით :-) სანდრო, შენ და ვაშაძემ ერთად განიხილეთ ეს საკითხი? :-)
:-)
21 იანვარი 2019 05:12
0
ყველა გამოხმაურება
ლოკომოტივს 14 ქულა ჰქონდა,კალვეზანომ კი 15 დააგროვა.ან ამ 22 ქულიან სხვაობაზე რას ამბობთ,ესე იგი მანამდე სხვა განაწესი იყო და მართლა ბოლოსღა გაიგეთ რეალური განაწესი?ვეღარ გავერკვიე.იქნება ახსნათ?
სოსო
20 იანვარი 2019 11:48
1
გულდასაწყვეტია, მაგრამ რომაელებს მებრძოლის არც მანამდე ეტყებოდა რამე.
რეზო
20 იანვარი 2019 11:48
0
ყველაზე უფრო ის მაკვირვებს, რომ რაგბის ფედერაციამ და კლუბმაც მხოლოდ იტალიელების ბოლო შეხვედრისას გაიგეს რა კრიტერიუმით გაირკვეოდა ჯგუფის გამარჯვებული ერთნაირი ქულების შემთხვევაში.
ramaz
20 იანვარი 2019 09:32
1
სულ ცოტა დააკლდათ და ეს უფრო გამოცდილების არქონის ბრალია. მაინც დადებითად უნდა შეფასდეს გუნდის გამოსვლა და ბიჭებს მადლობა თავდადებული შრომისთვის. ვულოცავ ასევე ვეტერან მწვრთნელს, თემურ ბენდიაშვილს. გაიხარე თემო.
emigranti
20 იანვარი 2019 05:23
0

სიახლეები პოპულარული