რაგბი

სხვადასხვა

ქუთაისის "არესმა" რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ისევ დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ლიგის ქუთაისის "არესმა" მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები - 44:24.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი მასპინძლებმა 22:0 მოიგეს.

რუსეთის 20-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და შეკრებას საქართველოში გადის.

პირველ შეხვედრაში "არესმა" რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 44:7 სძლია.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს.