"მასტერქარდი" საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური პარტნიორი გახდა

AutoSharing Option
"მასტერქარდმა" და საქართველოს რაგბის კავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, "მასტერქარდი" ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი სპორტის პირველი საერთაშორისო სპონსორი და მხარდამჭერი გახდა.

"მასტერქარდი" დიდი ხანია თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებთან მსოფლიოში (UEFA ჩემპიონთა ლიგა, როლანდ გაროსი და სხვა). სპორტის, კულტურის, მოდის, კულინარიისა და სხვა მიმართულებებით იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ გამოცდილებას.

წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორი "მასტერქარდია", საქართველოს შემთხვევაში კი პირველი პრეცედენტია, როცა "მასტერქარდი" ლოკალურად ხდება ნაკრების სპონსორი.

Sportall.Ge

ისრაელის, საქართველოსა და დსთ-ს "მასტერქარდის" გენერალური მენეჯერმა ანდრაშ ჰემბერგმა განაცხადა: "საქართველოში
რაგბი არა მხოლოდ საყვარელი სპორტი, არამედ ქართული დნმ-ისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეამაყება, რომ "მასტერქარდი" რაგბის ეროვნული კავშირის პარტნიორი ხდება, რადგან ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, შემართებასა და ოპტიმიზმს ქართული სპორტისა და ბიზნესის მომავლის შესახებ, რასაც თქვენ, ქართველები! წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს და ვფიქრობთ, თქვენთან ერთად რაგბის გულშემატკივრებს შეუფასებელი სიურპრიზები და ემოციები ვაჩუქოთ".

რაგბის კავშირის ხელმძღვანელი გოჩა სვანიძე: "პარტნიორობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ბრენდთან საქართველოს რაგბის კავშირისთვის ბევრ ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას ქმნის, რის გამოც ძალიან გახარებულები ვართ. ველით შემდგომ თანამშრომლობას "მასტერქარდთან" საქართველოში და მომავალ მსოფლიო თასზე ტოკიოში".

Sportall.Ge

2019 წელს "მასტერქარდი" საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს შეთანხმება რაგბის კავშირსა და "მასტერქარდს" შორის ამ დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის გამორჩეულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Peri kide shevcvalet formis? Tu es savarjisho formaa?
Zuka
16:24 08-03-2019
0

სიახლეები პოპულარული