"მასტერქარდი" დიდი ხანია თანამშრომლობს ყველაზე წარმატებულ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებთან მსოფლიოში (UEFA ჩემპიონთა ლიგა, როლანდ გაროსი და სხვა). სპორტის, კულტურის, მოდის, კულინარიისა და სხვა მიმართულებებით იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქმნის ინოვაციურ გამოცდილებას.
წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პარტნიორი "მასტერქარდია", საქართველოს შემთხვევაში კი პირველი პრეცედენტია, როცა "მასტერქარდი" ლოკალურად ხდება ნაკრების სპონსორი.
ისრაელის, საქართველოსა და დსთ-ს "მასტერქარდის" გენერალური მენეჯერმა ანდრაშ ჰემბერგმა განაცხადა: "საქართველოში
რაგბის კავშირის ხელმძღვანელი გოჩა სვანიძე: "პარტნიორობა მსგავსი მასშტაბის გლობალურ ბრენდთან საქართველოს რაგბის კავშირისთვის ბევრ ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას ქმნის, რის გამოც ძალიან გახარებულები ვართ. ველით შემდგომ თანამშრომლობას "მასტერქარდთან" საქართველოში და მომავალ მსოფლიო თასზე ტოკიოში".
2019 წელს "მასტერქარდი" საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს შეთანხმება რაგბის კავშირსა და "მასტერქარდს" შორის ამ დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრენდის გამორჩეულ პატივისცემასა და დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.