საქართველო XV-მა რუსეთის A ნაკრებთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby/თამუნა ყულუმბეგაშვილი

16 მარტს კრასნოდარში რუსეთი A მორაგბეთა ნაკრებისა და საქართველო XV-ს შორის ტესტ-მატჩი შედგა, რომელიც რუსების გამარჯვებით ანგარიშით 12:3 დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

საქართველო XV:15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი), 11. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 10. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 9. რევაზ ბროძელი (ვეფხვები); 1. ზურა ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), 6. ალექსანდრე
კალმახელიძე (არმია), 7. გელაშა ლამბერიძე (აია), 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი).

მარქაფა:16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. მიხეილ რატიაშვილი (აია), 19. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 21. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 25. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი).


შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 17 მარტს ჩვენი დროით 16:00 დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტურით ადრე მოიგეს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
რატომ ვეთამაშებით საერთოდ და რატომ ვაძლევთ სალაპარაკოს ეს ჩვენი მეორე კი არა მესამე ნაკრებიც არაა ეს ახალი ბიჭების აღმოჩენას კი არა რუსებისთვის კოჭის გორებას გავს. ბრაზილიასთან წაგებას კიდე გაპატიებთ მაგრამ "სექენდ ჰენდ"-თან და ისიც რუსეთთან წაგება უბრალოდ სირცხვილია.
5
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თამაშის დაგეგმვით ჩვენი რაგბის მესვეურებმა რუსებს ასე ვთქვათ "კოჭი გაუგორეს" და მცირე განტვირთვის საშუალება მისცეს, რადგან ეს შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ ნამეტანი სპონტანურად მოხდა საქართველო XV-ის შეკრება და ბიჭები აშკარად შეუთამაშებლები იყვნენ. მეორე, მოგვწონს თუ არა, რუსების ჩემპიონატი უკეთესია, ვიდრე "დიდი 10" და მათი კლუბები ევროსარბიელზე მერამდენე წელია მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ უნდა გაკეთდეს ერთი ქართული "ფრანშიზა"!!!
qomagi
20:00 16-03-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული