რაგბი

სხვადასხვა

საქართველო XV-მა რუსეთის A ნაკრებთან წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeorgianRugby/თამუნა ყულუმბეგაშვილი

16 მარტს კრასნოდარში რუსეთი A მორაგბეთა ნაკრებისა და საქართველო XV-ს შორის ტესტ-მატჩი შედგა, რომელიც რუსების გამარჯვებით ანგარიშით 12:3 დასრულდა.

ჩვენმა გუნდმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:

საქართველო XV:15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. გიორგი ტალახაძე (ლოკომოტივი), 11. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 10. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 9. რევაზ ბროძელი (ვეფხვები); 1. ზურა ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. გიორგი ქართველიშვილი (ლოკომოტივი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დაჩი კოპაძე (ლოკომოტივი), 6. ალექსანდრე
კალმახელიძე (არმია), 7. გელაშა ლამბერიძე (აია), 8. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი).

მარქაფა:16. ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები), 17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18. მიხეილ რატიაშვილი (აია), 19. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 20. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 21. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენსი), 24. ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), 25. გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი).


შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი 17 მარტს ჩვენი დროით 16:00 დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ეს ტურნირი "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტურით ადრე მოიგეს.