საქართველო XV ორმატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი
ქართული რაგბის ქომაგები 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.
ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.
შარშან ზაფხულში საქართველო XV-მ "ზაფხულის თასზე" არგენტინის XV და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის "ა" ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებულნი. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1-ელ ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას "აია არენაზე", 7 ივნისს გამართავს.
ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე შეხვდებიან.
სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით