საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო XV ორმატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

მეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი

ქართული რაგბის ქომაგები 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.

ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.

შარშან ზაფხულში საქართველო XV-მ "ზაფხულის თასზე" არგენტინის XV და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის "ა" ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.

წინა შეხვედრებისგან განსხვავებით,
ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებულნი. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1-ელ ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას "აია არენაზე", 7 ივნისს გამართავს.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე შეხვდებიან.

სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფედერაციის ფრეზიდენტის ბრალია პირველ რიგში რუსეთის ა ნაკრებთან წაგება და ბოდიში დღემდე არ მოუხდია არც ახსნა განმარტება ჩაუბარებია და სხვათაშორის ძალიან ბევრ ადამიანს მოხვდა გულზე მაგრამ რაგბის ფედერაციამ არავის მიაქცია ყურადღება დაიკიდეს მე როგორც გულშემატკივრის გადმოსახედიდან ვფიქრობ დროა შეიცვალოს ხელმძღვანელობა სასიკეთო არც ეროვნული ნაკრების თამაშებში შეიმჩნევა და რამოდენიმეჯერ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთეს სპორტი პირველ რიგში აპოლიტუკური უნდა იყოს ვინც არ უნდა გაფინანსებდეთ.
NIGHT
15:40 17-05-2019
7
რუსეთის ნაკრებთან წაგებამ ისე ჩაიარა ვითომც არაფერი მომხდარა.პასუხი ვინ უნდა აგოს ამ ყველაფრისთვის?! გულშემატკივარის ნერვების მოშლის ხარჯზე გინდათ პირადი კეთილდღეობა მოიწყოთ?! აიღეთ მეტი პასუხისმგებლობა!
giga
15:25 17-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული