რაგბი

სხვადასხვა

საქართველო XV-ს შეკრებაზე ერთი მორაგბე დაემატა

AutoSharing Option
საქართველო XV მესამე დღეა ქუთაისში, "აია არენაზე" შეკრებაზე იმყოფება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან გასამართი მატჩებისთვის ემზადება.

ინგლისელები საქართველოს 4 ივნისს ეწვევიან და საქართველო XV-სთან პირველ მატჩს 7 ივნისს, 18:00 საათზე ქუთაისში, "აია არენაზე" გამართავენ.

სერიის მეორე შეხვედრა 11 ივნისს, ასევე 18:00 საათზე თბილისში, "ავჭალაზე" დაიწყება.

ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები შეკრებაზე 31 მაისს, საღამოს შევიდნენ და პირველი ივნისიდან მზადებას შეუდგნენ. ბიჭები დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და უმეტესი დრო ტაქტიკას ეთმობა.

წინასწარ გაცხადებულ 30 მორაგბეს შეკრებაზე ერთი მოთამაშე დაემატა, თბილისის "არმიას" მესამეხაზელი ალექსანდრე
კალმახელიძე
. კალმახელიძე შარშან "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირჯებოდა. შარშანდელი ტურნირი საფრანგეთში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილი დაიკავა.

საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება
ზურაბ ერისთავი (ბათუმი, 1), ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი, 1), ირაკლი ჩომახაშვილი (ხარები, 1), ლევან ლომაური (აკადემია, 2), ლაშა შალიკაშვილი (ვეფხვები, 2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი, 2), ნოდარ მექერიშვილი (აკადემია, 3), რამაზ რუხაძე (კემბრიჯი, ინგლისი, 1-3), ვანო ბერიკაშვილი (აკადემია, 4), კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი, 4-5), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია, 4-5), ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი, 4-5), თორნიკე აქუბარდია (ხარები, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი, 4-5-6), გურამ შენგელია (ჯიქი, 6-7), რევაზ წიკლაური (აია, 8), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი, 8), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია, 6-7-8);

ხაზი
ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი, 9), კობა ბუჯიაშვილი (ხარები, 9), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი, 10), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, 10), მამუკა ნინიძე (ბათუმი, 10-15), ალექსანდრე სვანიძე (არმაზი, 11-14), ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი, 12-13), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები, 12-13), გიორგი ნათელაშვილი (ხარები, 12-13), რეზო ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი, 13), გიორგი გოგიტიძე (ბათუმი, 13), დავით გობეჯიშვილი (აია, 15).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით