წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

AutoSharing Option
News.ru საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე რაგბის საკითხს შეეხო, ორი ნაკრების ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლას და "სლავას" ქართველი ლეგიონერების სკანდალურ ინციდენტს. აგრეთვე ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის რაგბის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ქუთაისში დაბადებულ მამუკა ლოსაბერიძეს, რომელიც "აიაში" თამაშობდა და საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - 1989 წელს ზიმბაბვესთან.

- რას იყტოდით "სლავას" მოთამაშეების ინციდენტზე?
- საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტია (დატოვებდნენ თუ მოაშორებდნენ - რედ.). ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის
გადაწყვეტილებით პრაქტიკულად არ იყო შეზღუდული ლეგიონერთა შეძენა - ეს გლობალური შეცდომაა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რაგბის. ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათადარიგოთა სკამებზე ბერდებიან. მე ლეგიონერებს აქ 4 წლით თამაშს ავუკრძლავდი, ხოლო რაგბი 7-ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ტურნირზე ლეგიონერთა დაშვებას.

- რაგბი 15-ზე ლეგიონერთა შესახებ რას იტყვით?
- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ისეთები გვჭირდება, რომლებსაც დარჩენა შეუძლიათ, საკვანძო მოთამაშეები. მათი არამარტო მოწვევა, არამედ ნატურალიზებაა საჭირო, რათა რუსეთის ნაკრებში იასპარეზონ, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და ტალანტების გაზრდაში დაგვეხმარონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები იქნებიან თუ ახალზელანდიელები. არაა საჭირო იმათი მოწვევა, რომლებიც ორი წელი ითამაშებენ და უკან წავლენ.

- ნუთუ, ჩვენს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მოთამაშეები საერთოდ არ არიან?
- იმ ქართველებიდან, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, მხოლოდ 3-4%-ის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად მალაღურაძის, კაჭარავასი, ფრუიძის და გაჩეჩილაძის. დანარჩენები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი არავის არ სჭირდება, მათით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, კარგა ხანია საფრანგეთში ითამაშებდნენ და ჩვენ რატომ ვიწვევთ? არ შეიძლება ლეგიონერის მხოლოდ იმისთვის შეძენა, რომ შენსაზე ოდნავ უკეთესია. ასეთი რაოდენობით ლეგიონერები საჭირო არ არის.

- მართებულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატაროს მატჩი?
- სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე და როდესაც თამაში საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, გულშემატკივართა მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ახლავს თან. მეტოქისადმი პატივისცემა ჩვენი თამაშის ქვაკუთხედია, თუმცა საქართველოსთან თამაშისას ეს ასე არ არის. ქართველი გულშემტკივრები სისტემატურად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ჰიმნისას ფეხზე არ დგებიან , "უკრაინას" სკანდირებენ, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან.

- თუ ასეთი უპატივცემულობაა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთის ნაკრები საქართველოში?
- აი, მეც ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. რატომ უნდა წავიდეთ იქ? ნამატჩევს ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს? საერთოდ რატომ აგზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახლგაზრდულ ნაკრებს საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ჩვენ რა, საწვრთნელი ბაზები არა გაგვაჩნია?

როდესაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩების გეგმას ადგენდნენ, მაშინვე გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშის გამო, თან ზედ ტურნირზე გამგზავრების წინ. ეს შეხვედრა არც ტექნიკურად და არც ფსოქოლოგიურად არ გვჭირდება. დიდი ალბათობით დავმარცხდებით და ასევე დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.

- მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს რაგბის ფედერაციამ?
- ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კარგა ხანია უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტების აზრი და ამ მატჩზე უარი ეთქვა, რომელიც ვიღაცას უნდა თავს მოგვახვიოს. ეტყობა, ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, რომ საქართველოში გავემგზავროთ და არასაჭირო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. თამაში საქართველოშიც რომ არ გაიმართოს, მერწმუნეთ, თავისი გუნდის საქომაგოდ რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი მაინც ჩავა.

P.S. რუსეთის რაგბის ფედერაციამ იუწყა, რომ ჯერ თბილისურ მატჩთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. "თქვენ ფიქრობთ, ახლა არსებობს ასეთი მონაცემები? არ არსებობს. ამაზე ფედერაციის ოფიციალური კომენტარი ნახეთ? არა. ჩვენ შეგატყობინებთ", - განგვიცხადეს რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
ისტორიას ბევრი ახსოვს ამისთანა გამყიდველი ქართველები! არანაირი შეხება არ ააქვს რაგბთან და რაგბისტებთან! უბრალოდ ერთი გზააბნეული ადამიანია რომელსიც ვერ ეღირსება საქართველოს დამარცხებას
Best
07 ივლისი 2019 00:13
1
ისტორიას ბევრი ახსოვს ამისთანა გამყიდველი ქართველები! არანაირი შეხება არ ააქვს რაგბთან და რაგბისტებთან! უბრალოდ ერთი გზააბნეული ადამიანია რომელსიც ვერ ეღირსება საქართველოს დამარცხებას
Best
07 ივლისი 2019 00:13
2
ეს რო ეთქვა რუსეთში დაბადებულ გაზრდილ კაცს რომელსაც ჰქვია ლიოვა ფედია ანრამე რუსული სახელი და გარტყმაში არ არის საქართველო რაარის და ქართველია თუარა კიდე ხო და ეს ქუთაისში დაბადებული კაცი ასე რამ დააქინძააა
ds
07 ივლისი 2019 00:10
1
ასეთი იუდა როგორაა რომ ქართველადაა დაბადებული საქართველოს ნაკრებში აქვს ნათამაშები და უცებ რუსობა მოინდომა თანაც ამ დონის ანტიქართველი. ვაი შEნს პატრონს სუფთა ლობუტი დაუნი მარაზმში
Giji
06 ივლისი 2019 23:43
2
ასეთი რენეგატიც კი იშვიათია. მაგალითი, თუ როგორ გაიცვალა ნაჩუქარ პრივილეგიებზე საკუთარი ქვეყანა.
მერაბი
06 ივლისი 2019 23:25
2
როგორ გამოგიყვანეს ასეთი ჯკუასუსტო შენ მართლა ...-როგორ - ,, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან,, - ჩვენ გვაქვს ოკუპირებული რუსეთის ტერ-ბის 25 %-ტი,ანუ 2 რეგიონი( მაგალითად როსტოვი და ნოვგოროდის) და იქ რუსების ეთნოწმენდები განხორციელებული ?! მერე იქ ქართული ჯარები დაყენებული და მერე ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ ი ?! თუ მათ აქვთ ჩვენი და რა უ ნ დ ა ,,იკადრონ,, აბა ?!

და კიდევ - აქაც ,,ჩაჯდნენ,, კრემლის ვირთხა ივანაშვილის ტროლები და ბ ჯ უ ტ უ რ ო ბ ე ნ თავისებურად?! უმეტესად გვარგადმოკეთებულები,ან ამისთანა ,,ქართველები,, ანუ ქართული ენის მცოდნე ქართული სახელმწიფოს - მტრები - ცნობისათვის ყ ვ ე ლ ა ომში ქართველობამ -რუსეთის ყ ვ ე ლ ა ჯარის ნაწილები კონტაქტურ დაპირისპირებაში დ ა ვ ა მ ა რ ც ხ ე თ, ერთადერთი რაშიც რუსეთმა უპირატესობა დაიმკვიდრა - საჰაერო სამხედრო ძალების დ ი დ ი უპირატესობა და მით დავმარცხდით ააფხაზეთშიც და სამაცაბლოშიც ბროლები და ა რ ა ომი- ომი რუსეთთან გრძელდება 250 წელია და სანამ არ მ ო ვ ი შ ო რ ე ბ თ კავკასიიდან, მანამ მშვიდობა ა რ იქნება...- ბოლო-ბოლო როგორ ფიქრობთ - რატომ ა რ სურს საქართველო შევიდეს
ნატო-ში ?! ან რატომ ა რ სურს - საქართველოში განთავსდეს თანამედროვე სამხედრო საჰაერო სისტემები ?! - რუსეთს, თუნდაც 1 მილიონიან ჯარით -ე შ ი ნ ი ა ქართველობის, გ ა ი გ ე თ - ე შ ი ნ ი ა თ - მისი შემაერთების, ნიჭის და შესაძლებლობების და ყველა ხერხს და ღონეს ხმარობს, რომ საქართველომ ვ ე რ შეძლოს თანამედროვე სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგონ , როცა ვერც ერთი რუსის ბომბდამშენი ვ ე რ გადმოლახავს კავკასიის ქედს...და კონტაქტურ ომში იმდენად დაზარალდებიან, რომ ძალიან მალე თავად დ ა ი შ ლ ე ბ ი ა ნ მარტივ-მამრავლებად , სწორად ამის რომ ე შ ი ნ ი ა თ და ამიტომ მოიშორეს ჰ
ჯერ ნაც-ები და მ ი შ ა ( რომელთაც ფაქტიურად დამთავრებული ქონდათ დასავლეთთან თანამედროვე სამხედრო საჰაერო სისტემების საქართველოში განლაგებაზე ხელშეკრულება ) და მერე ა ლ ა ს ა ნ ი ა , რომელიც ფაქტიყრად შეუთანხმდა საფრანგეთს ... - აქ ვინც სხედან- გიმეორებთ - ესენი არიან გ ვ ა რ გ ა დ მ ო კ ე თ ე ბ უ ლ ე ბ ი, მობილიზებული კრემლის ფულით და დ ე მ ა გ ო გ ო ბ ე ნ მრავალი მიმართულებით და ვ ა ჟ კ ა ც ო ქართველობავ-უბრალოდ დ ა ს ც ი ნ ე თ - ომი რომ ქართველობამ იცის, ისე რომ სხვა ერებმა იცოდეს - რუსეთის იმპერიასთან 1-ლები 10-ლი წლებით ა რ ვიქნებოდით მ ა რ ტ ო , ბოლოს რომ ბოლოპბოლო უკრაინაც დაგვიდგა გვერდით...- ასე რომ მ ო რ ჩ ი თ უწიგნურო ტროლებო!
- საჭიროა ქართველი ახალგაზრდობა - ზოგადად სრულად საზოგადოება დ ა ე უ ფ ლ ო ს თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და ...
გლახუნა
06 ივლისი 2019 23:22
11
ეს სპორტული გვერდია პატივცემულო. მიშას და ბიძინას კვირის პალიტრაზე შეუტიე რა! აქაც ეგენი აღარ გვინდა, ისეც ამოვიდნენ ყელში
????
07 ივლისი 2019 00:46
7
მახსოვს ამისი სიტყვები.მე ამირჩიეთ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტად,მხოლოდ მე ვიცი როგორ დავამარცხოთ საქართველოვო.არჩევით კი აირჩიეს,მაგრამ მაგათი მოსაგები რო არ არის,თქვენც ხომ იცით.ჰოდა ბოღმით გასკდა გულზე,თანაც თბილი ადგილი უბად ისევ და წაისვა ვაზელინი.ახლა ალბათ მისცემენ თბილ სამუშაოს.რა გიკვირთ,საქართველოს ყველა მთავრობა ასე არ ჰყიდის სამშობლოს?
სოსო
06 ივლისი 2019 22:18
2
ტიპიური მანქურთია, ყურადღების მისაქცევიც არ არის.
თენგაბი
06 ივლისი 2019 22:15
1
რატომ იბადებიან ასეთი გარეწრები საერთოდ. ლოსაბერიძე, რუსებმა სტალინი არ დააფასეს იმპერიად აქცია და შენ ვინ ხარ, ერთი მლოკველი პირადი კეთილდღეობისთვის. მოკვდები და დაგაფსამენ საფლავზე და ღირსიც იქნები. რაც შეეხება საქართველოს ჩვენთვის ამ განცხადების მერე უკვე მკვდარი და აყროლებული მძორი ხარ.
როდენი
06 ივლისი 2019 22:15
1
ასე აგრესიულად თავად რუსები იშვიათად იქცევიან! ამ ქამელეონს კი უნდა ვუთხრა: Мы часто вспоминаем твою мать.
3333
06 ივლისი 2019 22:14
1

სიახლეები პოპულარული