წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

AutoSharing Option
News.ru საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე რაგბის საკითხს შეეხო, ორი ნაკრების ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლას და "სლავას" ქართველი ლეგიონერების სკანდალურ ინციდენტს. აგრეთვე ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის რაგბის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ქუთაისში დაბადებულ მამუკა ლოსაბერიძეს, რომელიც "აიაში" თამაშობდა და საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - 1989 წელს ზიმბაბვესთან.

- რას იყტოდით "სლავას" მოთამაშეების ინციდენტზე?
- საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტია (დატოვებდნენ თუ მოაშორებდნენ - რედ.). ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის
გადაწყვეტილებით პრაქტიკულად არ იყო შეზღუდული ლეგიონერთა შეძენა - ეს გლობალური შეცდომაა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რაგბის. ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათადარიგოთა სკამებზე ბერდებიან. მე ლეგიონერებს აქ 4 წლით თამაშს ავუკრძლავდი, ხოლო რაგბი 7-ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ტურნირზე ლეგიონერთა დაშვებას.

- რაგბი 15-ზე ლეგიონერთა შესახებ რას იტყვით?
- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ისეთები გვჭირდება, რომლებსაც დარჩენა შეუძლიათ, საკვანძო მოთამაშეები. მათი არამარტო მოწვევა, არამედ ნატურალიზებაა საჭირო, რათა რუსეთის ნაკრებში იასპარეზონ, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და ტალანტების გაზრდაში დაგვეხმარონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები იქნებიან თუ ახალზელანდიელები. არაა საჭირო იმათი მოწვევა, რომლებიც ორი წელი ითამაშებენ და უკან წავლენ.

- ნუთუ, ჩვენს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მოთამაშეები საერთოდ არ არიან?
- იმ ქართველებიდან, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, მხოლოდ 3-4%-ის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად მალაღურაძის, კაჭარავასი, ფრუიძის და გაჩეჩილაძის. დანარჩენები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი არავის არ სჭირდება, მათით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, კარგა ხანია საფრანგეთში ითამაშებდნენ და ჩვენ რატომ ვიწვევთ? არ შეიძლება ლეგიონერის მხოლოდ იმისთვის შეძენა, რომ შენსაზე ოდნავ უკეთესია. ასეთი რაოდენობით ლეგიონერები საჭირო არ არის.

- მართებულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატაროს მატჩი?
- სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე და როდესაც თამაში საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, გულშემატკივართა მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ახლავს თან. მეტოქისადმი პატივისცემა ჩვენი თამაშის ქვაკუთხედია, თუმცა საქართველოსთან თამაშისას ეს ასე არ არის. ქართველი გულშემტკივრები სისტემატურად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ჰიმნისას ფეხზე არ დგებიან , "უკრაინას" სკანდირებენ, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან.

- თუ ასეთი უპატივცემულობაა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთის ნაკრები საქართველოში?
- აი, მეც ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. რატომ უნდა წავიდეთ იქ? ნამატჩევს ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს? საერთოდ რატომ აგზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახლგაზრდულ ნაკრებს საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ჩვენ რა, საწვრთნელი ბაზები არა გაგვაჩნია?

როდესაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩების გეგმას ადგენდნენ, მაშინვე გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშის გამო, თან ზედ ტურნირზე გამგზავრების წინ. ეს შეხვედრა არც ტექნიკურად და არც ფსოქოლოგიურად არ გვჭირდება. დიდი ალბათობით დავმარცხდებით და ასევე დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.

- მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს რაგბის ფედერაციამ?
- ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კარგა ხანია უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტების აზრი და ამ მატჩზე უარი ეთქვა, რომელიც ვიღაცას უნდა თავს მოგვახვიოს. ეტყობა, ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, რომ საქართველოში გავემგზავროთ და არასაჭირო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. თამაში საქართველოშიც რომ არ გაიმართოს, მერწმუნეთ, თავისი გუნდის საქომაგოდ რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი მაინც ჩავა.

P.S. რუსეთის რაგბის ფედერაციამ იუწყა, რომ ჯერ თბილისურ მატჩთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. "თქვენ ფიქრობთ, ახლა არსებობს ასეთი მონაცემები? არ არსებობს. ამაზე ფედერაციის ოფიციალური კომენტარი ნახეთ? არა. ჩვენ შეგატყობინებთ", - განგვიცხადეს რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
რა ქნას ამ კაცმა რუსებს ისე ყავს ნახმარი სხვას ვერ ამბობს ვერაფერს ....აქ დაწერილ კომენტარების საპასუხოდ ..არ შეგვიძლიაო ჩვენ ომიო ...!!!ეგეთი მიდგომით და აზროვნებით არც არასდროს შეგვეძლება ( უფრო სწორად შეგეძლებათ )2008 წლამდის საქართველოს ორი ომი ქონდა რუსეთთან და თუ ვერ მოუგო კბილები ისე დაულეწა რომ 15 წელი გასროლას ვერ ბედავდნენ დძანააც უნდოდათ პანკისის დაბომბვა და შესვლა მაგრამ ვერ გაბედეს ...სანამ გიჟი || არ შემოგვაპარეს ( პირველმა გიჟმა ის ორი ომი წაგვაგებია ერთი დაიწყო და მიატოვა მეორეში ზურგში გვესვროდა ) ვინაც ჩააბარა ყველაფერი რაც შეიძლებოდა და მერე გაიძახოდს მოვიგეთო ...უბრალოდ ეგ არაფერი იქბებოდა ისეთი რომ ორი რამ არა პირველი ჩვენში გახადა ბევრი მშიშარა და პესიმისტი :რომ ჩვენ ომი არ შეგვძლია და მეორე რუსებს დაუბრუნა თავისთავის რწმენა ( ჩეჩნეთის შემდეგ) და ვინებიც გაიძახით არ შეგვიძლიაო თქვენ თავზე თქვით ეგრე მეშინია და არ შემიძლიაო ...აბა კითხეთ იმ ბიჭებს ვინც 2008 წელს ცხინვალში ომობდა ან იმათ ვინც 1992-1993 წლებში სოხუმს 1წელზე მეტს კბილებით იცავდა და ამას არც უფროსობა არც იარაღი არც ნორმალური ჯარი არ იყო რუსები და მათი გოშიები სისხლს ...სმდნენ სიმწრიდან ტყუილი მოლაპარაკება რომ არა კიდევ დიდხანს ვერ მოეჭამათ რამე ატომის გარდა ყველა იარაღი გამოიყენა ან იმ შემორჩენილ მოხუცებს კითხეთ 700000 რომ გერმანიას ებრძოდა ....ისე ზუსტად 20 წლით ადრე 1921 -ში რომ 70000 მაინც გამოეყვანა მაშინდელ უვარგის მთავრობას ( როგორიც ხშირად გვყავს ) რუსები თავიანთ წითლებიან-თეთრებიანად მოშორებული გვეყოლებოდა როგორც ფინეთმა მოახერხა ...არაფერს ვამბობ 1921 -ში შემოსვლისთანავე რამდენი დახვრიტეს და გააქციეს არც იმას რომ 1941-1945 წლებში იმ 350000 -ის დაღუპვასაც ავიცილებდით ...ასე რომ ხმა არ გაიღოთ ომი არ შეგვიძლიაო ამით რუსებს კიდევ მეტად ის თაგვის გული ეზრდებათ და მთლად თავხედდებიან ...!!!!
Auee
06 ივლისი 2019 22:09
3
მადლობა, ჯიგარი კაცი ხარ.
Geo_Dinamo
07 ივლისი 2019 09:49
0
....თუ კი დაიწყე , გამარჯვებამდე სვლა გმართებს.... ზოგიერთთა უგუნურობით კი და წინ და უკან ხეტიალით,არაქართველთა გულსახარად -ჩვენ დამბრუნებლები ვართ? Mეფე თამარის მიერ დასახლებულ და ოკუპანტის მიერ გადამწვარ თამარაშენის მიწების?,ან მეხუთე საუკუნის ეგრეთ წოდებულ უმაღლეს სასწავლებლის, ქართული აკადემიის ადგილმდებარობას ბიჭვინთას დავიბრუნებთ? Vერანა მტერი მისადმი ლოიალურობით , "წაწოლით და ვირეშმაკობით" დათმობებზე წავა? Aრა და არამც, ფაქტებითაა მტკიცებული,საუკუნებრივი ფაქტებით! ჯერ სამშობლო !!!მედგარი შეუპოვრობით წართმეულის სრულ დაბრუნებამდე,შემდგომ ყველაფერი დანარჩენი ,ოჯახის კეთილდღებით წყებული, სტომაქით და ვითომ ადამიანური ყოფით დამთაბრებული და სანამ ამ თანამიმდევრობით არსებობას ჩვენსას ამ წუთისოფლად ვერ შევიგნებთ, ჯერ სხვათა მონობაში სრული იდენტურობის დაკარგვით მოგვიწევს "ფართხალი" უალტერნატივოდ ჩვენივე გადაგვარებამდე სვლით,ადრე თუ გვიან, უფრო ადრე , ერის სამუდამოდ გაქრობამდე,...ვატყვილებთ ჩვენივე თავს ? ....
Iსევ და ისევ- შეაყარე კედელს ცერცვიო-გამოგვდის საუკუნოობით,წლობით,ყოველ წამს თქმისას,ღაღადისას.მთქმელს გამგონიო...ქართველებო!ქართული გვარის მატარებლები იყვნენ სწორედაც-გადაგვარებული ქართველები, ბოლო იმპერიის უღელQვეშ ჩვენი ყოფნისას, დაწყებული 1801 წლიდან :Bაგრატიონ-სუმბათაშვილ-იუჟინები-ვახტანგოვ-სანდუნოვ-ციციანოვ -თუმანოვები-- და კიდევ და კიდევ ,ბლომად ,მეოცე საუკუნეშიც.... და ეხლაც გადაგვარებულნი ვითომ ქართველები ასეულ-ათასებია ჩვენდა საუბედუროდ....თუ არ ვიქართველეთ ბოლომდე !ერთ ძარღვად! ვითომ უმნიშვნელოშიც კი,წვრილმანშიც და -სამშობლოს ყოფნა არ ყოფნის საკითხებშიც ,,....გავქრებით.....აღვიგებით....
Viqartvelot bolomde
06 ივლისი 2019 22:08
0
აქ ვინც ჩამოდის პატივს ვცემთ როგორც რაგბისტებს დიახ სწორედ თქვენ ნაკრებს ჭირდება გასზრდელად ჩვენნაირ ნაკრებთან შეხვედრა თორე ჩვენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს თქვენთან შეხვედრა
ლოგიკა
06 ივლისი 2019 21:54
0
ამ ვაიქართველს კარგად დააკვირდით-აი ყორღანაშვილის,სერგო ორჯონიკიძის მოღალატური ტრადიციების გამგრძელებელი.
status quo
06 ივლისი 2019 21:25
1
გასაგებია ეს ქაჯია და რა მოეთხოვება ?? могу вам сказать даже рагбы не ваше хуевое дело ,вам бы где-то парашу убирать и то много, მაგრამ ჩვენ რა გვჭირს დაგავიწყდათ აგვისტოს ომი? ჩვენი ჯარისკაცების დემორალიზებული სახეები და უამრავი გვამები და 20 წლით უკან დახეული საქართველო,არ შეილება ამდენი ბაქი-ბუქი ,არ გვაქ ჩვენ ომის თავი და არც სხვა რამ , შევეშვათ ვამ უაზრო საუბრებს და ჩვენი ქვეყანა ვაშენოთ ყველა დარგში , დანარჩენს გვანახებს ცხოვრება.შეძახილებს ცუდი ამბავი მოყვება და ვინც ბევრს ყვირის იმათ მერე ბრძოლის ველზე ვერ ვხედავთ ხოლმე )))
paladin
06 ივლისი 2019 21:06
5
რას იზამ ყველა თაობას ყავს ორჯონიკიძე მე შენი დედა მოვ-ნი
Merab
06 ივლისი 2019 21:05
1
საქართველოს ყველაზე დიდი მტრები გადაგვარებული ქართველები იყვნენ.
არჩილ
06 ივლისი 2019 21:02
1
ეს კაცი მორიგი შედეგია იმ ხანად გავრცელებული საქციელის,როდესაც ქართველი კაცები ჩადიოდნენ რუსეთში,რუს ქალებს ......... და ისე აჩენდნენ ის ქალები ბავშვებს,რომ მამები აზრზე არ იყვნენ....
ზურა
06 ივლისი 2019 21:02
1
მამუკა ლოსაბერიძე=სერგო ორჯონიკიძე
ასე როგორ გაგზარდეს?ისე იხსენებს საქართველოს როგორც უცხო ქვეყანას... თავი როგორ არ გეზიზღება? რატო აგინებენ რუსებს ქართველები და ჰიმნზე არ უდგებიან ფეხზე გიკვირს? არ იცი რატო? ფურთხის ღირსია შენი გამზრდელი მამუკა ლოსაბერიძევ!!!
ზურა
06 ივლისი 2019 20:48
1
თურმე ნუ იტყვი და როგორ გაგვიბედავს რუსეთისთვის ოკუპანტის წოდება!!! ამ ნაგვებს ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა არ გაუჩაღებიათ?!ტურისტებით დაწყებული,ღვინით გაგრძელებული და სპორტით დამთავრებული!!!თან თავად იძახიან სპორტს პოლიტიკაში არ ვურევთო!!!რუსეთუმეები კი(რომლებიც ძალზედ საეჭვოდ სდუმან)გვიჩიჩინებენ,რომ რუსეთის ბაზარი გავხადოთ პრიორიტეტული!!!რა ჰქვია ამას?დილეტანტობა თუ მოღალატეობა?პასუხი თავად გაეციეთ ძმებო ქართველებო!
Alex.F
06 ივლისი 2019 20:37
1

სიახლეები პოპულარული