წარმოშობით ქართველი მამუკა ლოსაბერიძე საქართველოსა და ქართულ რაგბის აკრიტიკებს: ეს მათი ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაგვამარცხონ

AutoSharing Option
News.ru საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე რაგბის საკითხს შეეხო, ორი ნაკრების ამხანაგური მატჩის შესაძლო ჩაშლას და "სლავას" ქართველი ლეგიონერების სკანდალურ ინციდენტს. აგრეთვე ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის რაგბის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ქუთაისში დაბადებულ მამუკა ლოსაბერიძეს, რომელიც "აიაში" თამაშობდა და საქართველოს ეროვნული გუნდის პირველ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - 1989 წელს ზიმბაბვესთან.

- რას იყტოდით "სლავას" მოთამაშეების ინციდენტზე?
- საბა ილურიძის და რევაზ ბროძელის სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კლუბის გადასაწყვეტია (დატოვებდნენ თუ მოაშორებდნენ - რედ.). ყოველთვის ვამბობდი, რომ ფედერაციის
გადაწყვეტილებით პრაქტიკულად არ იყო შეზღუდული ლეგიონერთა შეძენა - ეს გლობალური შეცდომაა, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს რაგბის. ჩვენ არ გვჭირდება ლეგიონერები, ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სათადარიგოთა სკამებზე ბერდებიან. მე ლეგიონერებს აქ 4 წლით თამაშს ავუკრძლავდი, ხოლო რაგბი 7-ში, რომელიც სპორტის ოლიმპიური სახეობაა, საერთოდ ავკრძალავდი ტურნირზე ლეგიონერთა დაშვებას.

- რაგბი 15-ზე ლეგიონერთა შესახებ რას იტყვით?
- მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ისეთები გვჭირდება, რომლებსაც დარჩენა შეუძლიათ, საკვანძო მოთამაშეები. მათი არამარტო მოწვევა, არამედ ნატურალიზებაა საჭირო, რათა რუსეთის ნაკრებში იასპარეზონ, შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში დარჩნენ და ტალანტების გაზრდაში დაგვეხმარონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები იქნებიან თუ ახალზელანდიელები. არაა საჭირო იმათი მოწვევა, რომლებიც ორი წელი ითამაშებენ და უკან წავლენ.

- ნუთუ, ჩვენს ჩემპიონატში ძლიერი ქართველი მოთამაშეები საერთოდ არ არიან?
- იმ ქართველებიდან, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, მხოლოდ 3-4%-ის გამოყოფა შეიძლება. მაგალითად მალაღურაძის, კაჭარავასი, ფრუიძის და გაჩეჩილაძის. დანარჩენები უკიდურესად სუსტები არიან, ისინი არავის არ სჭირდება, მათით ვინმე რომ დაინტერესებულიყო, კარგა ხანია საფრანგეთში ითამაშებდნენ და ჩვენ რატომ ვიწვევთ? არ შეიძლება ლეგიონერის მხოლოდ იმისთვის შეძენა, რომ შენსაზე ოდნავ უკეთესია. ასეთი რაოდენობით ლეგიონერები საჭირო არ არის.

- მართებულად მიგაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატაროს მატჩი?
- სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ყოველ წელს ხვდებიან ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატზე და როდესაც თამაში საქართველოს ტერიტორიაზე იმართება, გულშემატკივართა მხრიდან რუსეთის ნაკრების მოთამაშეებისა და რუსეთის ჰიმნის მიმართ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება ახლავს თან. მეტოქისადმი პატივისცემა ჩვენი თამაშის ქვაკუთხედია, თუმცა საქართველოსთან თამაშისას ეს ასე არ არის. ქართველი გულშემტკივრები სისტემატურად უსტვენენ ჩვენს ნაკრებს, ჰიმნისას ფეხზე არ დგებიან , "უკრაინას" სკანდირებენ, მტრულ ლოზუნგებს გაჰყვირიან და ეს ყველაფერი პირთამდე სავსე 50-ათასიან სტადიონზე ხდება. რუსი გულშემატკივრები ასე არასოდეს არ იქცევიან.

- თუ ასეთი უპატივცემულობაა, რატომ უნდა წავიდეს რუსეთის ნაკრები საქართველოში?
- აი, მეც ამ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს. რატომ უნდა წავიდეთ იქ? ნამატჩევს ჩვენი მოთამაშეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვინ აგებს პასუხს? საერთოდ რატომ აგზავნის რუსეთის რაგბის ფედერაცია ახლგაზრდულ ნაკრებს საქართველოში, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არა გვაქვს, ჩვენ რა, საწვრთნელი ბაზები არა გაგვაჩნია?

როდესაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად ამხანაგური მატჩების გეგმას ადგენდნენ, მაშინვე გამოვთქვი ჩემი უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოსთან თამაშის გამო, თან ზედ ტურნირზე გამგზავრების წინ. ეს შეხვედრა არც ტექნიკურად და არც ფსოქოლოგიურად არ გვჭირდება. დიდი ალბათობით დავმარცხდებით და ასევე დარწმუნებული ვარ, ქართველ მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი ჩვენი მორაგბის ტრავმირებას დაავალებენ. ამას გარდა, რუსეთის ნაკრების უსაფრთხოების გარანტიასაც არავინ არ მოგვცემს. საქართველოში რაგბი რელიგიაა, ერთადერთი შანსია, თუნდაც რამეში დაამარცხონ რუსეთი.

- მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს რაგბის ფედერაციამ?
- ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში ამჟამინდელ ხელმძღვანელობას კარგა ხანია უნდა მოეწვია რიგგარეშე კრება, მოესმინა სპეციალისტების აზრი და ამ მატჩზე უარი ეთქვა, რომელიც ვიღაცას უნდა თავს მოგვახვიოს. ეტყობა, ვიღაცისთვის ძალიან მომგებიანია, რომ საქართველოში გავემგზავროთ და არასაჭირო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. თამაში საქართველოშიც რომ არ გაიმართოს, მერწმუნეთ, თავისი გუნდის საქომაგოდ რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივარი მაინც ჩავა.

P.S. რუსეთის რაგბის ფედერაციამ იუწყა, რომ ჯერ თბილისურ მატჩთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია არ არსებობს. "თქვენ ფიქრობთ, ახლა არსებობს ასეთი მონაცემები? არ არსებობს. ამაზე ფედერაციის ოფიციალური კომენტარი ნახეთ? არა. ჩვენ შეგატყობინებთ", - განგვიცხადეს რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსამსახურში.

მკითხველის კომენტარები / 74 /
დაბლოკავთ თორე ამას ცხრა გაბუნია ეკუთვნიდ
ლერი
21 ივლისი 2019 09:05
0
მაგას ჯობია თვითონ გადაიკეთოს გვარი (ლოსევი ზედგამოჭრილი იქნებოდა) და საერთოდ შეეშვას საქართველოს!
გიორგი
20 ივლისი 2019 08:57
1
სიმართლეს ამბობს და ჩვენ არ გვიყვარს როცა სიმართლეს გვეუბნებიან, ჩვენ ხომ დიდი ერი ვართ, სად რუსები და სად ჩვენ
987
03 ნოემბერი 2019 11:03
0
ამას წინათ ვიღაცამ კომენტარი დადო, ლოსაბერიძე ფეხბურთელი გონიაო, ამ დროს მშვილდოსანი იყო, ქეთევანიო. ქ-ნო ქეთევან, მოგმართავთ თქვენ. ასევე მივმართავ ბ-ნ იუზა ლოსაბერიძეს, ტორპედოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველს და კაპიტანს 10 წლის მანძილზე. მივმართავ მათ ოჯახებს, ლოსაბერიძეებს. ასეთი გვარის შემარცხვენელს რას უპირებთ? დავიჯერო საერთოდ არ ჩამოდის ქუთაისში? რა თქმა უნდა ბერბიჭაშვილის დონემდე ჯერ არ ასულა თქვენი მამუკა, მაგრამ დროზე მიხედეთ, თორემ გვარს შეაძულებთ საქართველოს! პ.ს. ისე, მე რომ მამუკა მერქვას, სახელს შევიცვლიდი, ყველას ვთხოვდი, მამია დამიძახონ. უმორჩილესად გთხოვთ, არ დაბლოკოთ. თუმცა ამდენი გინების ფონზე, როგორც ქეთევან და იუზა ლოსაბერიძის ძველმა გულშემატკივარმა, მაქსიმალურად თავი შევიკავე.
alexandre
08 ივლისი 2019 12:08
1
მაგას ჯობია თვითონ გადაიკეთოს გვარი და საერთოდ შეეშვას საქართველოს... ეგ ვაი ქართველი...
გიორგი
20 ივლისი 2019 08:54
0
ამ ვიღაც ჯუშიდან გარიყულს რომ უსმენ და სახელის შწეცვლისკენ მოუწოდებ, ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის? ან რა ქნას ვინმემ გვარში თუ მახინჯი გამოერია? ან უტვინო? (შენსავით)
gela 67
08 ივლისი 2019 12:57
6
მინდოდა კომენტარის დაწერა, მაგრამ კაცი როცა ყ..ა რა აზრი აქვს
კახა ქ.
07 ივლისი 2019 22:43
0
მამუკა ლოსაბერიძე! შეგაგინე ძალიან ცუდად!
TanoLife
07 ივლისი 2019 19:07
0
ამ ამბის შემდეგ დარწმუნდით, რომ ყველა რუსი ჩინოვნიკი ერთნაირია და ერთ ინტერესს აწვება? ჩვენ კიდე რა გვჭირს ვერ გავიგე რად გვინდა რუსეთთან ტესტი რა გვაქ სახვეწარი? მსოფლიო თასის იმიტაციას ვაკეთებთ ჯერ ძლიერი მერე სუსტიო უსუსური “გაპრავების” მცდელობა, და საქართველო15 ერთ კვირაში შეკრებილიბხალხი ვინც შორიდანაც არ მოიაზრება საქართველოს ნაკრებში რო ვათამაშეთ წავაგეთ და სალაპარაკო მივეცით ეგ რა იყო? ან რა რუსეთის გარდა სუსტი ნაკრები არ არსებობს? ცოტა სტრატეგიულადაც მივუდგეთ აი ბრაზილია იხვეწება თან უკეთ თამაშობს და მივცეთ შანსი. რაღაც ახალი მთავრობის ხელში სარაგბოც და სხვაც ძაან ჩავეხუტეთ რუსეთს.
მე
07 ივლისი 2019 10:20
8
კარგი იქნებოდა გამყიდველი ქართველების სახელები ტვალეტის ქახალდებზე დავბეჭდოთ!
ღალატი დღეს ცვეტშია?????!!!!!!!!
07 ივლისი 2019 09:27
4
თქვენ გონიათ ამდენ თუალეტის ქაღალდს ვხმარობთ?ისე მაგარი არაკაცია!!!
დავიდუსი
07 ივლისი 2019 11:18
0
კარგი ისაა მის ინტერვიუში, რომ ჩანს, როგორ ეშინიათ ჩვენი მაგ ბანძებს, კარგად ჩანს, რომ არიქა თამაშის დროს გაგვლახავენ, დაგვამცირებენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხავენ, დამარცხებას რომ თავი დავანებოთ. ეგ მანქურთი, ეხლა ცდილობს, რომის პაპზე უფრო ქრისტიანი გამოვიდეს, თავისი ბატონების თვალში. ეგ ლოსაბერიძე კაცი, რომ იყოს საერთოდ წავიდოდა რუსული რაგბის თემიდან. ორი წლის წინ რაღაც მაქინაციებით თუ სხვა, რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ვიღაცეებს ზემოთ და ამის შესახებ წერდენ კიდეც პრესაში არ მოეწონათ ქართველის გაპრეზიდენტება (ამბობდნენ, რომ თვით პუტინამდე მივიდა ლოსაბერიძის ოპონენტების ჩივილი) და აიძულეს, რომ გადამდგარიყო. მაგრამ ეხლა სურს, რომ თავის ბატონებს ასიამოვნოს, რომ პანღური არა ამოკრან და გაუშვან ერთ ადგილას.
ეს ამ ინტერვიუსთან არაფერ შუაშია, მაგრამ მინდა ვთქვა: საერთოდ კი მეტი ყურადღება უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან, მეტი ფული რაგბში, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსეთში არ ირბინონ. ის კი არა ბოლო დროს ისიც არ მომწონს, რომ ფაქტიურად ჩვენი რაგბის მომავალი საფრანგეთში გადაიხვეწა. მართალია განვითარებისათვის ეს კარგია და თან ანაზღაურებაც რა თქმა უნდა არც კი შეედრება, მაგრამ ეს ახალგაზრდები, ხომ შეიძლება ცოტა დროით დაააკავონ სამშობლოში, მეტი ითამაშონ თავიანთ კლუბებში და მერე წავიდნენ კი ბატონო. ასეთი გადინება ჩვენს რაგბის არაფრად წაადგება. მარტო დიდი ნაკრები არა არის საქმე, საკლუბო დონე ასაწევია, ჩელენჯ ქაფზე, ხომ მაინც უნდა მოხვდნენ, რომ საკლუბო რაგბი განვითარდეს და მეტი ფული ჩაიდოს, ხალხიც მეტი დაესწროს და მეტი პოპულარობა შეიძინოს. თორემ კარგია რა თქმა უნდა გორგოძის, ზერაქას და სხვების წარმატებებით ტკბობა და ვენაცვალე მათ, რომ ასე მაგრები არიან, მაგრამ ის მაინც სხვისი, სხვა ქვეყნის გუნდების წარმატებაა. ჩვენი რაგბი კიდევ უფრო ორიენტირებული უნდა იყოს შინაურზე. ამაში ფედერაციასტან ერთად რაგბი tv -ისაც მეტი შეუძლია - მეტი რეკლამა, მეტი გადაცემა (რა თქმა უნდა კარგია, რომ ჩვენს დიდ ათს აჩვენებენ და დრო და დრო გადაცემებს უძღვნიან, მაგრამ იქნებ სჯობს, რომ ყოველი ტურის წინ მოიწვიონ სპეცილისტები, ან ყოველი ტურის მერე გარჩევა მოაწყონ მათთან ერთად) და მეტი მოწოდება, რომ ხალხი მეტი მივიდეს თამაშებზე. თუმცა ამაში ფედერაციას მეტი მართებს, სპონსორების მოზიდვა, მეტი ფულის მოძიება. ეს კი საბოლოოდ დიდ ნაკრებსაც წაადგება.
andro
07 ივლისი 2019 09:16
1
რომელი კომენტარიც ოდნავ თქვენ კრიტიკას შეიცავს სპორტალი.ჯი არ გაუშვათ რად გინდათ ხალხი წაიკითხავ. ასლები და კოპირება რაგბი.ჯი დან მაგარი რთული საქმეა და აკეთეთ და იყავით თქვენით ნურაფერს გააკეთებთ!
Best
07 ივლისი 2019 08:05
0
გთავაზობთ სტატიის"მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი,როგორ უნდა დაამარცხო ქართველები"ქვემოთ ერთი ჩოილარის მიერ გაკეთებულ კომენტარს.-"ლოსაბერიძე მოღალატე არ არის და შეეშვით უტვინო და ვითომ პატრიოტული კომენტარების წერას ჯერ გაიგეთ რა გაუკეთებია ამ კაცს ქართული რაგბისთვის და რას აკეთებს და მერე აკომენტარეთ"!!! ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო.
გიოშა
07 ივლისი 2019 07:27
9
კაცი რომელიც ამბობს, ქართველ მოთამაშეებსჩვენი მოთამაშეების ტრამვირებას დაავალებენო - ვინ არის? მოღალატეც არის და ასოც. არც ქართველია და არც რეგბისტი. რაც არ უნდა დამსახურება ჰქონდეს.
gio58
07 ივლისი 2019 10:52
1

სიახლეები პოპულარული